No items in cart
Blog Thumbnail

ვიზიტი კოლეჯ „მერმისში"

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის" გადამზადების კურსები გრძელდება. პროგრამის მიმდინარეობას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა კოლეჯ „მერმისში" გაეცნო. ვიზიტის ფარგლებში, სამსახურის წარმომადგენლებმა  დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ სასწავლო სილაბუსს და შეხვდნენ პროგრამის მონაწილე მოქალაქეებს. პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო და კერძო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით და ითვალისწინებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციის ტექნოლოგიის სფეროებში შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი, პროფესიული კურსების შეთავაზებას, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმებას. პროგრამაზე რეგისტრაციის აუცილებელი მოთხოვნებია თბილისში რეგისტრაცია და მინიმალური ასაკი: 18 წელი. პროგრამა  „ისწავლე და დასაქმდის" მიზანია თბილისში მცხოვრები მოქალაქეების პროფესიული მომზადება/გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა.

You May Also Like

Blog Thumbnail

ვიზიტი კოლეჯ „მერმისში"

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის" გადამზადების კურსები გრძელდება. პროგრამის მიმდინარეობას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა კოლეჯ „მერმისში" გაეცნო.

Blog Thumbnail

"ისწავლე და დასაქმდი" - პროგრამის კურსდამთავრებული ნიკა ზიბზიბაძე; კინოგამნათებლის პროფესიის შემსწავლელი კურსი

"ისწავლე და დასაქმდი" - პროგრამის პროგრამისკურსდამთავრებული ნიკა ზიბზიბაძე; კინოგამნათებლის პროფესიის შემსწავლელი კურსი