No items in cart

ადამიანური რესურსის მართვა - საფუძვლები

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 10, 2025

კურსის შესახებ

ადამიანური რესურსის მართვა - საფუძვლები


სასწავლო კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს ორგანიზაციაში ადამიანური რესურსის მართვის ძირითადი პრინციპები და წარმატებული პრაქტიკები; მკაფიოდ დაანახოს ადამიანური რესურსის მენეჯერის როლი და ფუნქციები ორგანიზაციაში, დაეხმაროს დარგის ძირითადი კონსტრუქტების გააზრებაში და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებაში. მონაწილე გაეცნობა ორგანიზაციაში  ადამიანური რესურსის მართვის ძირითად პრინციპებსა და წარმატებულ პრაქტიკებს; მიიღებს ცოდნას ადამიანური რესურსის მართვის სპეციალისტის ფუნქციებისა და როლის შესახებ; ადამიანური რესურსების მართვის ციკლის ძირითადი ელემენტების - ადამიანური რესურსის დაგეგმვის, რეკრუტირების, ტრენინგისა და განვითარების, სამუშაოს შესრულების შეფასების - შესახებ. მონაწილე შეძლებს სამუშაოს ანალიზისა და დიზაინის, პერსონალის შერჩევის, თანამშრომლების ორგანიზაციული სოციალიზაციის, ტრენინგისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის, მართვისა და ლიდერობის, სტრესის მართვის, კომპენსაციისა და მოტივირების, შესრულებული სამუშაოს შეფასების ძირითადი პრინციპების შესახებ მსჯელობას რეალური სამუშაო კონტექსტის გათვალისწინებით, ადამიანური რესურსის მართვის თვალსაზრისით წამოჭრილი სირთულეების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობას. მონაწილე შეძლებს ადამიანური რესურსის მართვის შესახებ მიღებული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებას საკუთარ პროფესიულ/სამუშაო გამოცდილებასთან; ადამიანური რესურსის მართვასთან დაკავშირებული მოვლენების კრიტიკულად გააზრებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენებით კომპლექსურ სამუშაო გარემოში ორიენტირებას. მონაწილეს ექნება შესაძლებლობა გააანალიზოს ადამიანური რესურსის მართვის საკვანძო საკითხების სხვადასხვა მიდგომები, ჩაერთოს  დისკუსიაში და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია.



 პროგრამის ფარგლებში ისწავლება: 

- ადამიანური რესურსის მენეჯმენტი – არსი; ადამიანური რესურსების მენეჯერის როლი/ფუნქცია ორგანიზაციაში

- პერსონალის მოზიდვა და შერჩევა - მოზიდვის არხები და მათი ეფექტიანობის შეფასება; რეკრუტინგის სტრატეგიის შერჩევა;

- ორგანიზაციული სოციალიზაცია (ახალი თანამშრომლის ადაპტაცია; ადაპტაციის პროგრამის ფაზები; სოციალიზაციის დამხმარე ინსტრუმენტები ) 

- ტრეინინგი და განვითარება (სწავლებისა და განვითარების სისტემის დანერგვა ორგანიზაციაში)

- შესრულებული სამუშაოს შეფასება და მართვა (სამუშაო შესრულების შეფასების სისტემები;შეფასების პროცესი, ეტაპები.)

- ორგანიზაციული კულტურა და შრომითი ღირებულებები

- შრომითი განწყობები (კმაყოფილება, ჩართულობა, ერთგულება) და „სამოქალაქო ორგანიზაციული ქცევა“

- მართვის სტილი და ლიდერობა

- კომუნიკაცია ორგანიზაციაში

- პიროვნება ორგანიზაციაში: უნარები და პიროვნული მახასიათებლები

- კარიერის მართვა ორგანიზაციაში

- სამუშაოს დიზაინი (მოკლე ისტორია; შრომითი სისტემის (სამუშაო სისტემის) დიზაინი)

- კომპენსაციის სისტემები

- სამუშაო სტრესი

- თანამშრომელთა მხარდაჭერა და მოტივაცია ( მოტივაციის განსაზღვრება; მოტივაციის იერარქიული და მრავალგანზომილებიანი სისტემები)


გამოყენებული მეთოდები: მონაწილეთა რეფლექსია ტრენინგის ხარისხის, ეფექტიანობის, რელევანტურობისა და სარგებლიანობის შესახებ. მონაწილეთა მიერ ტრენინგის განსხვავებული ასპექტების შეფასება (უკუკავშირის კითხვარი). 

უკუკავშირის ფორმა მოიცავს შემდეგი კომპონენტების შეფასებას:

ტრენერის შეფასება

ტრენინგის გარემოს შეფასება

ტრენინგის პროცესის შეფასება

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


სწავლების პერიოდი:  2025 წლის 29 აპრილიდან  19 ივნისამდე,

სწავლების ვადა: 1.5 თვე, კვირაში 2 დღე;

დასაქმების სფერო: კომპანიები, თვითდასაქმება