No items in cart

AI ფოტო და ვიდეო გენერაცია

  • ბოლო განახლება Sep 29, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეისწავლოს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა, დამუშავება და გამოყენება ციფრული კომუნიკაციისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ მას უნდა შეეძლოს იდეის ვიზუალურ კონტენტად გარდაქმნა, ეფექტური Prompt-ების შექმნა, AI-ის დახმარებით ფოტოსა და ვიდეოს გენერირება, დამუშავება და დასრულებული კონტენტის მომზადება სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის.


პროგრამაში ისწავლება:

* გენერაციული AI-ის და ვიზუალური კონტენტის შექმნის საფუძვლები;

* ეფექტური Prompt-ის შექმნის პრინციპები;

* AI-ის გამოყენებით ფოტოს გენერირება;

* ფოტოს რედაქტირება და ვიზუალური სტილის მართვა;

* AI-ის გამოყენებით ვიდეოს გენერირება;

* ტექსტიდან და ფოტოდან ვიდეოს შექმნა;

* ვიდეოს სცენარისა და კადრების დაგეგმვა;

* ვიზუალური Storytelling-ის საფუძვლები;

* სოციალური მედიისთვის ფოტო და ვიდეო კონტენტის მომზადება;

* AI ინსტრუმენტებით კონტენტის დამუშავება და გაუმჯობესება;

* პრაქტიკული ფოტო და ვიდეო პროექტების შექმნა.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი. მონაწილეები სხვადასხვა AI ინსტრუმენტის გამოყენებით შექმნიან ფოტო და ვიდეო მასალებს და კურსის განმავლობაში იმუშავებენ ინდივიდუალურ პრაქტიკულ პროექტებზე.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

* მინიმალური ასაკი 16 წელი;

* თბილისში რეგისტრაცია;

* საბაზისო კომპიუტერული უნარები.


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

* ონლაინ რეგისტრაცია;

* საბაზისო ტესტირება;

* გასაუბრება.


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;

სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;


დასაქმების სფერო: პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს შექმნას ფოტო და ვიდეო კონტენტი სოციალური მედიისთვის, მარკეტინგული კამპანიებისთვის და სხვადასხვა ციფრული პროექტისთვის, იმუშაოს დამოუკიდებლად, ფრილანს პროექტებზე ან განაგრძოს განვითარება კონტენტის შექმნისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.