პროგამის მიზანია, მსმენელი დაეუფლოს
ავეჯის ზედაპირების მიკროცემენტით დამუშავების პრაქტიკულ და თეორიულ ასპექტებს, შეძლოს ზედაპირების დამუშავება
თანამედროვე ტექნიკით, რათა მიიღოს სასურველი ვიზუალური ეფექტი. პროგრამის დასრულების
შემდგომ მსმენელს უნდა შეეძლოს მიკროცემენტით დამუშავებული ავეჯისა და ინტერიერის ელემენტების
დამოუკიდებლად შექმნა.
პროგრამაში ისწავლება:
❖
ზედაპირების
მოწესრიგება;
❖
ზედაპირის
საარმირო სამუშაოები;
❖
არმირებული
ზედაპირის ზუმფარით დამუშავება;
❖
ზედაპირების
მიკროცემენტით დამუშავება;
❖
ზედაპირის
დამუშავება ლაქით;
❖
ზედაპირებისთვის
საბოლოო სახის მიცემა.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება
თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე
დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი: 16
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია
პროგრამაზე მოხვედრის დეტალები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება
სწავლის დაწყების თარიღი: 2026
წლის მაისი
სწავლების ვადა: 3 კვირა, კვირაში
2 დღე