ავტომექანიკოსი
პროგრამის მიზანია:
შეასწავლოს მსმენელს ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვით სამუშაოს ორგანიზება; ავტომობილის ტრანსმისიის, სავალი ნაწილის, საჭით სამართი მექანიზმისა და სამუხრუჭე სისტემის; ძრავის მექანიზმებისა და სისტემების (გაგრილების სისტემა; კვების სისტემა; გაპოხვისა და შეზეთვის სისტემა; ძრავასთან დაკავშირებული ელ.მოწყობილობები) ტექნიკური უწესივრობების დადგენა; დაზიანებული აგრეგატებისა და კვანძების მოხსნა; განდეტალება, გასუფთავება, დეფექტების აღმოფხვრა (ახლით შეცვლა); კომპლექტაცია, მიყენება და რეგულირება შესაბამისი საზეთ-საპოხი მასალების, იარაღ-სამარჯვების, მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.
პროგრამაში ისწავლება:
o ტრანსმისია;
o სავალი ნაწილი;
o საჭით სამართი მექანიზმი;
o სამუხრუჭე სისტემა;
o ძრავის მექანიზმები და სისტემები (გაგრილების სისტემა; კვების სიტემა; გაპოხვისა და შეზეთვის სისტემა; ძრავასთან დაკავშირებული ელ.მოწყობილობები).
გამოყენებული მეთოდები:
მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისათვის გამოყენებულია თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი ლექციისა და პრაქტიკული მეცადინეობის სახით, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით (ჩვენება-დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
რეგისტრაცია თბილისში, მინიმალური ასაკი 18 წელი, გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი;
სწავლების ვადა: 9 კვირა, კვირაში 4 დღე, დღეში 4 საათი;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
დასაქმების სფერო:
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელმწიფო, ან/და კერძო საწარმო, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება ავტომობილის სავალი ნაწილისა და ძრავის სარემონტო სამუშაოს შესრულებასთან, ან/და თვითდასაქმება.