No items in cart

ავტომობილის ელექტრო სისტემების შემსწავლელი კურსი

  • ბოლო განახლება Sep 26, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის  მიზანია  კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელსაც შეუძლია:

• კომპიუტერული დიაგნოსტიკა: გამოიყენოს პროფესიონალური სადიაგნოსტიკო სკანერები (Launch, Autel და ა.შ.), წაიკითხოს და გაშიფროს შეცდომის კოდები (DTC), გააანალიზოს რეალური დროის მონაცემები (Live Data).

• ელექტრული წრედების შეკეთება: იმუშაოს მულტიმეტრითა და ოსცილოგრაფით, წაიკითხოს საავტომობილო ელექტრული სქემები, აღმოაჩინოს მოკლე ჩართვა ან წყვეტა გაყვანილობაში.

• ძირითადი კვანძების რემონტი: მოახდინოს აკუმულატორების, გენერატორებისა (დინამო) და სტარტერების ტესტირება, დაშლა და აღდგენა.

• სენსორებისა და ბლოკების მართვა: შეამოწმოს და შეცვალოს ძრავის მართვის კომპიუტერთან (ECU) დაკავშირებული ყველა სახის სენსორი და აქტუატორი.

• უსაფრთხოებისა და კომფორტის სისტემების გამართვა: მოახდინოს Airbag, ABS, ESP, კლიმატ-კონტროლის, ცენტრალური საკეტებისა და განათებების ელექტრონული სისტემების დიაგნოსტიკა და შეკეთება.


კურსის განმავლობაში ისწავლება შემდეგი ძირითადი მოდულები და მიმართულებები:

1. ავტოელექტრობის საფუძვლები და ხელსაწყოები

• საზომი ხელსაწყოები: მულტიმეტრის (ტესტერის), საკონტროლო ნათურებისა და ოსცილოგრაფის პროფესიონალური გამოყენება.

• სქემების კითხვა: სხვადასხვა ბრენდის ავტომობილის ელექტრული გაყვანილობის სქემებისა და ნახაზების (Wiring Diagrams) წაკითხვა და გარჩევა.

2. კვების, სტარტერისა და ანთების სისტემები

• აკუმულატორები: სხვადასხვა ტიპის ბატარეების (მათ შორის AGM/GEL) ტესტირება, დატენვის პროცესი და დიაგნოსტიკა.

• გენერატორი: დენის გამომუშავების სისტემის შემოწმება, დაშლა, რელე-რეგულატორისა და მუსების შეცვლა.

• სტარტერი: ძრავის ამუშავების სისტემის ელექტრული წრედის შემოწმება და მექანიკური რემონტი.

• ანთების სისტემა (ბენზინის ძრავებზე): აალების კოჭების (ბაბინების), სანთლებისა (სვეჩების) და მაღალი ძაბვის სადენების დიაგნოსტიკა.

3. მართვის ელექტრონული ბლოკები (ECU) და სენსორები

• კომპიუტერული სისტემები: ძრავის, გადაცემათა კოლოფისა და ბორტ-კომპიუტერის (ECU/ECM) მუშაობის ლოგიკა.

• სენსორები: დატვირთვის, ტემპერატურის, დეტონაციის, ჟანგბადის (ლამბდა ზონდი), ვოლუმეტრის, მუხლა და გამანაწილებელი ლილვების სენსორების დიაგნოსტიკა.

• აღმსრულებელი ელემენტები: ფრქვევანების (ინჟექტორების), ელექტრონული

• დროსელის, საწვავის და ჰაერის მიწოდების სისტემის მუშაობის შემოწმება.

4. კომპიუტერული დიაგნოსტიკა

• OBDII სტანდარტი: საავტომობილო სადიაგნოსტიკო პროტოკოლების შესწავლა.

• სკანერებთან მუშაობა: პროფესიონალური აპარატურის (Launch, Autel, Bosch KTS ან ბრენდული სკანერების) მიერთება, შეცდომის კოდების (DTC) წაკითხვა, წაშლა და გაშიფვრა.

• პარამეტრების ანალიზი: რეალურ დროში მონაცემების (Live Data) წაკითხვა და ძრავის არასწორი მუშაობის მიზეზის დადგენა (მაგ. „პერებოი“, ჭარბი საწვავის მოხმარება). 5. უსაფრთხოებისა და დამხმარე კომფორტ-სისტემები

• აქტიური უსაფრთხოება: მოცურების საწინააღმდეგო (ABS, ESP, TCS) სისტემების ელექტრონული ნაწილის დიაგნოსტიკა.

• პასიური უსაფრთხოება: უსაფრთხოების ბალიშების (Airbag / SRS) და უსაფრთხოების ქამრების პიროპატრონების სისტემების შემოწმება.

• კომფორტის ელექტრონიკა: ელექტრო-შუშების, ცენტრალური საკეტების, ქარხნული სიგნალიზაციის, გარე და შიდა განათებების, კლიმატ-კონტროლისა და აუდიო სისტემების გაყვანილობის გამართვა.

6. ავტომობილის ძარას ელექტროობა: ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის ელექტრული და ელექტრონული სისტემების ტექნიკური მომსახურება.

7. შესავალი ჰიბრიდულ და ელექტრომობილებში (EV/Hybrid)

• მაღალი ძაბვის უსაფრთხოება: დამცავი აღჭურვილობის გამოყენება და უსაფრთხოების ნორმები.

• ელექტრომობილის არქიტექტურა: ინვერტორის, მაღალი ძაბვის ბატარეის (HV Battery), DC/DC გარდამქმნელისა და ელექტროძრავის მუშაობის პრინციპები.


გამოყენებული მეთოდები :

კურსის სწავლებისას გამოიყენება შემდეგი ძირითადი მეთოდები:

დიაგნოსტიკური და კომპიუტერული მეთოდები

• კომპიუტერული დიაგნოსტიკა

• ოსცილოგრაფით მუშაობა:

• საინფორმაციო ბაზების გამოყენება:

ლაბორატორიული და სტენდური პრაქტიკა

• სასწავლო-სადემონსტრაციო სტენდები:

• საზომ ინსტრუმენტებთან მუშაობა:

• დეფექტების იმიტაცია და ძიება (Troubleshooting):

პრაქტიკა რეალურ ავტომობილებზე

• ცოცხალი სამუშაო პროცესი სახელოსნოში:

• დამატებითი სისტემების ინსტალაცია:


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 1.მინიმალური ასაკი 16 წელი 2. რეგისტრირებული ქალაქ თბილისში

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: 1.ონლაინ რეგისტრაცია 2.დოკუმენტების გადარჩევა 3.გასაუბრება

სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი; სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე;


დასაქმების სფერო: პროგრამის გავლის შედეგად მსმენელთა მიერ  მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს  მათ დასაქმებას ავტორიზებულ და მულტიბრენდულ სერვისცენტრებში, სპეციალიზებულ საამქროებში და ატელიეებში, აწარმოოს დამოუკიდებელი საქმიანობა (საკუთარი ბიზნესი).