No items in cart

ბართენდერი

  • 47
  • ბოლო განახლება Mar 07, 2025

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია:  მოამზადოს ბართენდერი, რომელიც პასუხისმგებელია ბარის ყოველდღიურ გამართულ მუშაობაზე, სტუმართა და თანამშრომელთა კმაყოფილებაზე, ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე, ზრუნავს პროდუქტის ხარისხზე და უშუალოდ მონაწილეობს მის გაყიდვაში. იცავს მომსახურების სტანდარტებს.


პროგრამაში ისწავლება:

ბარის გამართულ ფუნქციონირება;

კლასიკური/პოპულარული კოქტეილების მომზადება და წარდგენა სტანდარტის შესაბამისად;

ცხელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა დადგენილი ნორმების შესაბამისად;

 ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და წარდგენა სტანდარტის შესაბამისად;

 სტუმრის მომსახურება და გასვლით ღონისძიებებზე შოუს მომზადება სხვადასხვა იმპროვიზებული და სამუშაო ფლეირინგის ელემენტების გამოყენებით.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების

ფორმატი, ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობის სახით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება 

სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი;


სწავლების ვადა:  3 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ბართენდერის პოზიციაზე სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში: ბარი, კაფე, რესტორანი, კლუბი, კაზინო,

სასტუმრო კომპლექსი, საკურორტო კომპლექსი, გასართობი კომპლექსი, საკრუიზო გემი

(შესაბამისი საზღვაო მომზადების შემთხვევაში) და სხვა ობიექტები.