პროგრამის მიზანია, მოამზადოს მსმენელები ისე, რომ შეძლონ კომპანიის/ორგანიზაციის/დამკვეთის მიზნების შესაბამისად ბრენდის დიზაინის აწყობა. პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც სურს შეისწავლოს ბრენდდიზაინის სფერო. დაინტერესებული პირები კურსზე შეისწავლიან ბრენდდიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში დასაქმებისათვის.
პროგრამაში ისწავლება:
ბრენდის დიზაინის აწყობა.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
• მინიმალური ასაკი 18 წელი;
• ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.
• Adobe-ფოტოშოპის საფუძვლების ცოდნა.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია;
• დოკუმენტაციის გადარჩევა;
• გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი:
2025 წლის 28 აპრილი.
სწავლების ვადა:
3 თვე, კვირაში 3-5 დღე.
დასაქმების სფერო:
მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, ან/და თვითდასაქმება.