No items in cart

ჭაბურღილების ბურღვა

  • 10
  • ბოლო განახლება Oct 02, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მექანიკური ბრუნვითი ბურღვის დანადგარების მბურღავის მომზადება  გეოლოგიურ-საძიებო, ჰიდროგეოლოგიური, სტრუქტურულ-საძიებო, აგეგმვითი და სეისმოდაზვერვითი ჭაბურღილების ბურღვისათვის. 

პროგრამაში ისწავლება:

ბურღვის პროცესის დამხმარე და მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა;

საბურღი დანადგარის მონტაჟში/დემონტაჟში მონაწილეობა;

საცირკულაციო სისტემის მონტაჟში/დემონტაჟში მონაწილეობა;

საბურღი და სატამპონაჟო ხსნარების დამზადება და მათი პარამეტრების  გაზომვა;

საცირკულაციო სისტემის შემოწმება და შემადგენელი დანადგარების მართვა;

საბურღი და სამაგრი მილების მომზადება და ჩაშვება-ამოღების სამუშაოებში მონაწილეობა;

ბურღვის პროცესებში მონაწილეობა;

ჭაბურღილებში ავარიების და გართულებების თავიდან აცილება და აღმოფხვრა.

საჭიროების მიხედვით პირველადი სამედიცინო დახმარება;

ოპტიმალური შრომითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;

სამუშაო გარემოს ორგანიზება;

მიღწეული სწავლის შედეგების გამოყენებით ზედამხედველობის ქვეშ პროფესიული ამოცანების შესრულება;

შესრულებული სამუშაოს ჩაბარება.

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 



პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 5 დღე;


დასაქმების სფერო: ბურღვითი კომპანიები, თვითდასაქმება