პროგრამის მიზანია სტოპ-მოუშენ ანიმაციის ძირითადი ტექნოლოგიების და მთავარი პრინციპების შესწავლა დეკორაციის შექმნისათვის. იდეის, ესკიზების დამუშავება, დეკორაციის დამზადების ტექნოლოგიები და მათი გადწყვეტის მეთოდები, არსებული სცენარის მიხედვით ანიმაციისთვის დეკორაციის სრულყოფილად შექმნა.
პროგრამაში ისწავლება: გადასაღები მოედნისთივს დეკორაციის სრული კომპოზიციის აწყობა. მასშტაბირება და მასალის შერჩევა ტყის, სუროების, ბალახის, მიწის, წყლისა და ა.შ. შესაქმნელად. შექმნილი დეკორაციის გადასაღებ მოედანზე კომპოზიციურად დამონტაჟება.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით _ სახელოსნოში გუნდური მუშაობით საერთო პროდუქტის დეკორაციის შექმნით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; სამოტივაციო წერილების და ნამუშევრების (ფერწერა, გრაფიკა, კერამიკა, გამოყენებით ხელოვნების ნიმუშები) გამოგზავნა [email protected] ; დოკუმენტაციის გადარჩევა; გასაუბრება - ადგილზე პრაქტიკული სამუშაოს შესრულება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 4 დღე;
დასაქმების სფერო: თოჯინური ანიმაცია, კინო და სარეკლამო ინდუსტრია.