პროგრამის მიზანია, მსმენელი დაეუფლოს FPV და DJI ტიპის უპილოტო საფრენი
აპარატების მართვას და შედეგად დრონების მეშვეობით ახალი, საინტერესო ფოტო-ვიდეო კონტენტის
შექმნას. პროგრამის დასრულების შემდეგ მას უნდა შეეძლოს:
FPV და
DJI დრონების მეშვეობით
სასარგებლო მასალების ჩაწერა და ვიდეორედაქტორების მეშვეობით მიმზიდველი რგოლების დამზადება;
სამუშაოს
სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი უპილოტო საფრენი აპარატების პილოტირება და საჭირო
მასალების ჩაწერა (ინსპექტირება, ძებნა-გადარჩენის ოპერაციები და ა.შ.).
პროგრამაში ისწავლება:
უპილოტო
საფრენი აპარატების საფუძვლები;
FPV და
DJI ტიპის უპილოტო საფრენი
აპარატების პილოტირება;
ფოტო-ვიდეო
მასალების დამუშავება;
ამოცანაზე
ორიენტირებული ფრენების დაგეგმვა და შესრულება;
ფრენების
უსაფრთხოება.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება
თეორიული, სიმულაციური და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით,
ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური
ასაკი 16 წელი;
ქალაქ
თბილისში რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ
რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის
გადარჩევა;
გასაუბრება;
არსებული
უნარების ან პოტენციალის ტესტირება სიმულატორზე.
სწავლის დაწყების თარიღი:
2026 წლის 16 ნოემბერი;
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში
2 დღე (თითოეულ ჯგუფზე, სულ 6 ჯგუფი);
დასაქმების სფერო: პროგრამის კურსდამთავრებული
შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ფოტო-ვიდეო კონტენტის შემქმნელ, სოციალური მედიის პლატფორმებზე
ან საინსპექციო/დაცვის დაწესებულებებში; ასევე შესაძლებელია თვითდასაქმება.