პროგრამის მიზანია, შეასწავლოს მსმენელს სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა; სამუშაოს ორგანიზება; სადიაგნოსტიკო და სამონტაჟო ხელსაწყოების გამოყენება; ელექტრო-ტექნიკური ნახაზების კითხვა; პრინციპიალური ნახაზების შედგენა; საჭირო მასალების შერჩევა; ელექტრო-ტექნიკური ნახაზების მიხედვით განათებისა და გამნათებელი მოწყობილობების (მრიცხველი, გამანაწილებელი ფარი, ელ. ავტომატი, ჩამრთველი, როზეტი, გამანაწილებელი კოლოფი, სანათი საშუალებები, წრედის დაცვის ელემენტები და რევერსული ჩამრთველები), განათებისა და გამნათებელი ქსელის არმატურის მონტაჟი და წრედის აწყობა და წრედის დატვირთვის გამოანგარიშება; შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება.
პროგრამაში ისწავლება:
1. ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმების დაცვა
2. ელექტრო-ტექნიკური ნახაზების კითხვა
3. სადიაგნოსტიკო და სამუშაო ხელსაწყოების სწორად შერჩევა-გამოყენება
4. წრედის დატვირთვის გაანგარიშება
5. განათებისა და გამნათებელი ქსელის არმატურის მონტაჟი და წრედის აწყობა
6. საჭირო მასალების შერჩევა
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი.
სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 3-4 დღე;
დასაქმების სფერო: სამშენებლო კომპანიები, თვითდასაქმება