პროგრამის მიზანია მომზადებული იქნას მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მემონტაჟის დამხმარეები, რომლებიც მონტაჟის პროცესში კვალიფიციურად ითანამშრომლებენ მემონტაჟეებთან მათ მიერ ხსენებული სისტემების დამონტაჟების რეალურ პროცესში და რომელთაც ექნებათ სამონტაჟე ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების დროული და სწორედ გამოყენების უნარი.
პროგრამაში ისწავლება:
1. მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემებში ენერგიის გარდაქმნის პროცესების თეორია (მოკლედ)
2. მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების პირადად აწყობისა და დაშლის პროცედურა.
3. მონტაჟის პროცესში გამოყენებული ყველანაირი ხელსაწყო - ინსტრუმენტების და მოწყობილობების კვალიფიციურად მოხმარების უნარ - ჩვევების გამომუშავება.
4. აწყობა - დაშლის პროცესების უსაფრთხოდ ჩატარების წესები და სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების წესები.
5. უსაფრთხო მუშაობის წესები და პირველადი სამედიცინო დახმარების წესები.
6. თანამშრომელთა ჯგუფში ურთიერთკოლეგიალური მუშაობის და ეთიკის წესები.
გამოყენებული მეთოდები :
1. ვერბალური ლექცია - პრეზენტაცია ( შესაბამისი ვიდეო მასალის გამოყენებით ).
2. პრაქტიკული მეცადინეობა სამონტაჟე ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გამოყენებაზე.
3. პრაქტიკული მეცადინეობა დასამონტაჟებელი სისტემების მიგება - ამოლაგება - განლაგებაზე.
4. პრაქტიკული მეცადინეობა ხსენებული სისტემების აწყობა - დაშლაზე.
5. პრაქტიკული მეცადინეობა მემონტაჟე კორპორაციის რეალურ ობიექტებზე.
6. გამოცდა.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა :
1. მინიმალური ასაკი 18 წელი
2. რეგისტრირებული ქალაქ თბილისში
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები :
1. ონლაინ რეგისტრაცია
2. დოკუმენტების გადარჩევა
3. გასაუბრება
სწავლის დაწყების თარიღი : 2024 წლის 15 ოქტომბერი
სწავლის ხანგრძლივობა : 2,5 თვე ; 10 კვირა
დასაქმების სფერო : „მზის ენერგიაზე მომუშავე მცირემასშტაბიანი ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მემონტაჟეთა დამხმარეების მოსამზადებელი პროგრამის გავლის შედეგად მსმენელთა მიერ მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს მათ დასაქმებას ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც დაკავებულია შესაბამისი სისტემების მიწოდება-მონატაჟით.