No items in cart

ფიტნეს ინსტრუქტორის სასერტიფიკატო კურსი

  • 77
  • ბოლო განახლება Sep 16, 2025

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ფიტნეს ინსტრუქტორის სპეციალობა,  მომხმარებლისთვის სწორი სავარჯიშო და კვების პროგრამის შემუშავება.

პროგრამაში ისწავლება:

ანატომია - საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი; საჭმლის მომნელებელი სისტემა და სისხლძარღვები;

ფიზიოლოგია - კუნთის ფიზიოლოგია, გულის ფიზიოლოგია, ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა;

ნუტრიციოლოგია - ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკო, საკვები დანამატი;

ფარმაკოლოგია - ვიტამინების კლასიფიკაცია, წყალში ხსნადი ვიტამინები, ცხიმში ხსნადი ვიტამინები, სტეროიდები და მათი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე;

პრაქტიკული მომზადება: მკერდის, ფეხის, ზურგის, მხრების, ხელების (ბიცეპსი, ტრიცეპსი) კუნთების ვარჯიშების ტექნიკურად სწორი შესრულება, სავარჯიშო სეტემები და მათი თავისებურებები;

პირველადი გადაუდებელი დახმარება;


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:


მინიმალური ასაკი 18 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; წერითი დავალება; გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 14 ოქტომბერი; სწავლების ვადა: 4 თვე (17 კვირა), კვირაში 2 დღე; დასაქმების სფერო: ფიტნესდარბაზები, თვითდასაქმება.