ფოტოგრაფიის საბაზისო კურსი
პროგრამის მიზანია მონაწილეები სრულყოფილად ერკვეოდნენ ფოტო ტექნიკაში, ობიექტივებში და დამატებით ფოტო აქსესუარებში. კურსის გავლის შემდეგ ჰქონდეთ პირველი პორტფოლიო. ასევე კურსის განმავლობაში მიიღონ ისეთი ცოდნა და ფოტოგრაფიული უნარები, რომ შეძლონ დამოუკიდებლად განვითარება, ფოტო სტუდიაში დამოუკიდებლად მუშაობა და ბიზნეს ინსტაგრამის მართვა.
პროგრამის ფარგლებში ისწავლება:
• ფოტო კამერის/მობაილ კამერის აგებულება და ტექნიკური დეტალები
• განათების სხვადასხვა წყარო და მათი მახასიათებლები
• 15 ტიპის კომპოზიცია რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ფოტოგრაფები გადაღების დროს
• პორტრეტის გადაღება - სტუდიაში ხელოვნური განათებებით და ასევე ბუნებრივი სინათლის წყაროს გამოყენებით
• ინსტაგრამი ფოტოგრაფებისთვის - ინსტაგრამის ბიზნეს სტრატეგიების შექმნა კლიენტების მოსაზიდად
• ფოტოგრაფის პორტფოლიოს შექმნა
გამოყენებული მეთოდები: აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი გადაცემისა და ახსნა-განმარტების მეთოდი.
სწავლების ნაწილი ჩატარდება ზუმით, რაც საშუალებას იძლევა მოსწავლეებს გადაეცეთ ლექციები და კურსის დასრულების შემდეგაც გამოიყენონ პირადი მიზნებისთვის. აგრეთვე პრაქტიკული გაკვეთილები ჩატარდება ცოცხალი შეხვედრებით , რომელიც მონაწილეს უყალიბებს ფოტოგრაფის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
• მინიმალური ასაკი 18 წელი;
• ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია;
• დოკუმენტაციის გადარჩევა;
• გასაუბრება;
სწავლების პერიოდი: 2024 წლის 28 ოქტომბერი- 28 დეკემბერი; კვირაში 2 დღე;
დასაქმების სფერო: კომპანიები, თვითდასაქმება