No items in cart

განახლებად ენერგოსისტემებზე ოპერირებული ჰიბრიდული ენერგოცენტრალების მონტაჟისა და მოვლა-პატრონობის სპეციალისტი

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 10, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ განახლებად ენერგოსისტემებზე (მზის, თბური ტუმბო, კონდესაციური საქვაბე სისტემა ჰიბრიდული სისტემები) დაფუძნებული ენერგოცენტრალების მონტაჟს, ექსპლუატაციასა და მოვლა-პატრონობას თანამედროვე ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.


პროგრამაში ისწავლება:

მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების კომპონენტები და მონტაჟის პრინციპები;

მზის კოლექტორები და სხვა განახლებადი წყაროების ინტეგრაცია ჰიბრიდულ სისტემებში;

არსებული საქვაბე სისტემების ინტაგრაცია ჰიბრიდულ სისტემასთან;

ინვერტორების, აკუმულატორების და მართვის სისტემების (SCADA/PLC) საბაზისო ფუნქციონირება;

ელექტრული უსაფრთხოების ნორმები და შრომის დაცვის წესები;

ტესტირება, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება;

ენერგოეფექტიანობისა და სისტემის ოპტიმიზაციის პრინციპები.


პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:

• ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟის პროცესში მონაწილეობა;

• სისტემის კომპონენტების იდენტიფიკაცია და სწორად დაკავშირება;

• ტექნიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა და პირველადი რეაგირება;

• უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში;

• ენერგოცენტრალის ექსპლუატაციის მონიტორინგი და ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;

• სერვის და მომწოდებელ კომპანიებთან პროფესიული კომუნიკაცია.


გამოყენებული მეთოდები: სასწავლო პროცესი წარიმართება ინტერაქციულ ფორმატში, პრეზენტაციების, ტექნიკური სქემების დემონსტრირების, სიმულაციური დავალებებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით. პროგრამა წარიმართება სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ კეთილმოწყობილ აუდიტორიებში. შეფასება განხორციელდება ტესტის, ზეპირი გამოკითხვისა და პრაქტიკული დავალებების საფუძველზე მსმენელემი გაივლიან სასწავლო პრაქტიკას კომპანია ესკო ესის მწვანე ინჟინერიის ცენტრის სასწავლო ცენტრში. მსმენელები შეფასდებიან 100 ქულიანი სისტემით. პროგრამა წარმატებით გავლილად ჩაითვლება მსმენელის მიერ  70-ზე მეტი ქულის მოგროვების შემთხვევაში.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი, საშუალო განათლება, საბაზისო ცოდნა ელექტროენერგეტიკის მიმართულებით ან შესაბამისი ინტერესის დასაბუთება.

სწავლების ვადა: 14 კვირა, კვირაში 20 საათი (3–4 დღე).

დასაქმების სფერო: კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს განახლებადი ენერგოსისტემების ინსტალაციის კომპანიებში, ჰიბრიდული ენერგოცენტრალების ექსპლუატაციის ობიექტებზე(მაღალსაღთულიანი შენობები, კონდონიმიუმები, სავაჭრო სუპერმარკეტები, მოლები და სხვა), სამშენებლო და საინჟინრო კომპანიებში ან ენერგოეფექტიანობის მომსახურების ორგანიზაციებში.