No items in cart

გაყიდვები და სწორი კომუნიკაცია

  • ბოლო განახლება Sep 25, 2026

კურსის შესახებ

გაყიდვებისა და სწორი კომუნიკაციის კურსზე სტუდენტები შეისწავლიან იმ მიდგომებს, ტექნიკებსა და უნარებს, რომლებიც აუცილებელია პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერად ჩამოყალიბებისა და თანამედროვე ბიზნეს გარემოში წარმატებული კარიერისთვის. კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს გაყიდვების სფეროში მუშაობისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომლის საფუძველზეც ისინი შეძლებენ გაყიდვების ტექნიკების დამოუკიდებლად შემუშავებას, პოტენციური კლიენტების მოზიდვას, მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მათი შენარჩუნების სტრატეგიების დაგეგმვას. კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან გაყიდვების ფსიქოლოგიასა და მომხმარებლის ქცევას, B2B და B2C გაყიდვების სტრატეგიებს, ლიდების გენერაციას, ეფექტური პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარებს, მომხმარებელთა შენარჩუნებას, გაყიდვების მენეჯმენტსა და ლიდერობას, ასევე cross-selling და upselling სტრატეგიებს.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. სწავლება ჰიბრიდულ რეჟიმში: ლექციები მიმდინარეობს ონლაინ, შუალედური და ფინალური დასწრებით


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია, აპლიკანტების გადარჩევა, გასაუბრება


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 16 ნოემბერი.

პერიოდი: 2 თვე, კვირაში 2 დღე

განრიგი: ოთხშაბათი 17:00-18:30, შაბათი 12:00-13:30

ლექციების რაოდენობა: 16


დასაქმების სფერო: კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტების თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შეფასების საფუძველზე შეირჩევა ერთი საუკეთესო სტუდენტი, რომელსაც მიეცემა შესაძლებლობა, გაიაროს ორთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება პარტნიორ კომპანიაში და კურსზე მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენოს.