No items in cart

გეოსაინფორმაციო სისტემების გამოყენება გარემოსდაცვითი რისკების შეფასებისთვის

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 10, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ გეოსაინფორმაციო სისტემების (GIS) გამოყენებით გარემოსდაცვითი რისკების იდენტიფიკაციას, სივრცითი მონაცემების დამუშავებასა და ანალიზს. კურსი ორიენტირებულია პრაქტიკულ უნარებზე და თანამედროვე ციფრული რუკების ტექნოლოგიების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.


პროგრამაში ისწავლება:

• GIS-ის საფუძვლები და სივრცითი მონაცემების ტიპები;

• ციფრული რუკების შექმნა და რედაქტირება;

• სატელიტური გამოსახულებების გამოყენება და ანალიზი;

• გარემოსდაცვითი რისკების (წყალდიდობა, მეწყერი, ნიადაგის დეგრადაცია) სივრცითი შეფასება;

• მონაცემთა ბაზების მართვა და გეოსტატისტიკური ანალიზის ელემენტები;

• გარემოს მონიტორინგის სისტემებში GIS-ის ინტეგრაცია.


პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:

• სივრცითი მონაცემების შეგროვება და დამუშავება;

• თემატური რუკების შექმნა და ინტერპრეტაცია;

• გარემოსდაცვითი რისკების ანალიზი GIS ინსტრუმენტების გამოყენებით;

• მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;

• GIS პროგრამული უზრუნველყოფის საბაზისო გამოყენება პროფესიულ საქმიანობაში.


გამოყენებული მეთოდები: სასწავლო პროცესი წარიმართება ინტერაქციულ ფორმატში, პრეზენტაციების, ტექნიკური სქემების დემონსტრირების, სიმულაციური დავალებებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით. პროგრამა წარიმართება სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ კეთილმოწყობილ აუდიტორიებში. შეფასება განხორციელდება ტესტის, ზეპირი გამოკითხვისა და პრაქტიკული დავალებების საფუძველზე მსმენელემი გაივლიან სასწავლო პრაქტიკას კომპანია ესკო ესის მწვანე ინჟინერიის ცენტრის სასწავლო ცენტრში 100 ქულიანი სისტემით. პროგრამა წარმატებით გავლილად ჩაითვლება მსმენელის მიერ  70-ზე მეტი ქულის მოგროვების შემთხვევაში.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი, საშუალო განათლება, კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

სწავლების ვადა: 9 კვირა, კვირაში 8 საათი (3–4 დღე).

დასაქმების სფერო: კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს გარემოსდაცვით ორგანიზაციებში, მუნიციპალიტეტებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებში, აგრო და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ან კერძო საკონსულტაციო კომპანიებში, რომლებიც მუშაობენ სივრცითი მონაცემებისა და გარემოს მონიტორინგის მიმართულებით.