გრაფიკული დიზაინი
პროგრამის მიზანია: მსმენელს შეასწავლოს გრაფიკული დიზაინის საფუძვლები, Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის ინტერფეისის, ხელსაწყოებისა და ფუნქციების გამოყენება. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ვექტორული და რასტრული გრაფიკის პრინციპებს, შეისწავლიან ფოტოების რედაქტირებას, ილუსტრაციების შექმნას, ტიპოგრაფიისა და ფერების თეორიის გამოყენებას, კომპოზიციას და ბრენდირებული ვიზუალური მასალების შექმნის პროცესს.
პროგრამაში ისწავლება:
• Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის ძირითადი ხელსაწყოები და ფუნქციები; • ვექტორული და რასტრული გრაფიკის პრინციპები; • ფოტო-რედაქტირება და კოლაჟის ტექნიკები; • კომპოზიცია, ფერების თეორია და ტიპოგრაფია; • ბრენდირებული ვიზუალური მასალების და სარეკლამო დიზაინების შექმნა.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული ლექციები, პრაქტიკული დავალებები და ინდივიდუალური პროექტები. სტუდენტები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე ან მათ ანალოგებზე, რაც დაეხმარებათ პრაქტიკული უნარების გამომუშავებაში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
• მინიმალური ასაკი 18 წელი; • ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია (2025 წლის 17 სექტემბრიდან – 2025 წლის 1 ოქტომბრამდე); • ტესტირება • გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 22 ოქტომბერი სწავლის დასრულების თარიღი: 2025 წლის 29 დეკემბერი სწავლების ვადა: 22 შეხვედრა, 44 საათი
დასაქმების სფერო: პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს მუშაობას როგორც Junior გრაფიკულ დიზაინერად სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, ან/და თვითდასაქმებას. წარმატებულ კურსდამთავრებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება „რეედუქეითი განათლების“-ის პარტნიორ კომპანიებში, რაც ხელს შეუწყობს მათ შემდგომ დასაქმებას.