ინტერიერის დიზაინი
პროგრამის მიზანია მონაწილეებმა შეისწავლონ ინტერიერის დიზაინის ძირითადი პრინციპები, სივრცის დაგეგმარებისა და დეკორირების ტექნიკები, მასალებისა და ფერების სწორად შერჩევის მეთოდები. ასევე, შეძლონ ფუნქციურობისა და ესთეტიკის დაბალანსება საცხოვრებელ, კომერციულ და საზოგადოებრივ სივრცეებში. კურსის განმავლობაში ისინი დაეუფლებიან თანამედროვე დიზაინის ტენდენციებს, ისწავლიან 3D ვიზუალიზაციისა და პროექტირების პროგრამების გამოყენებას, გაეცნობიან შესაბამის რეგულაციებსა და უსაფრთხოების ნორმებს და შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან სრულფასოვანი პროექტები.
პროგრამის ფარგლებში ისწავლება:
• ინტერიერის დიზაინის საფუძვლები და მისი ძირითადი პრინციპები;
• სივრცის დაგეგმარება;
• ინტერიერის სტილები და მათი თავისებურებები;
• ფერები, განათება და მასალები ინტერიერის დიზაინში;
• ავეჯისა და დეკორის შერჩევის პრინციპები;
• ინტერიერის დიზაინის რეგულაციები და უსაფრთხოების ნორმები;
• 3D ვიზუალიზაციისა და ნახაზების მომზადება
• 3Ds MaX-ში და ArchiCad-ში მუშაობა
• ბიუჯეტირება და პროექტის ფინანსური დაგეგმვა;
• კლიენტთან და მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები;
• დიზაინის კონცეფციის პრეზენტაცია;
გამოყენებული მეთოდები: აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლება. კურსი მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებს, რომლის დროსაც მონაწილეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე. სწავლების პროცესი ინტერაქტიულია, მონაწილეები იმუშავებენ დიზაინის კონცეფციებზე, შექმნიან 3D ვიზუალიზაციებს და განიხილავენ სხვადასხვა რეალურ ნიმუშებს, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. კურსი ორიენტირებულია მონაწილეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე, შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და დიზაინერული აზროვნების ჩამოყალიბებაზე.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია;
• დოკუმენტაციის გადარჩევა;
• ტესტირება
• გასაუბრება;
სწავლების პერიოდი: 2025 წლის 28 აპრილი-31 ივლისი;
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;
დასაქმების სფერო: კომპანიები, თვითდასაქმება