No items in cart

ინტერიერის დიზაინი-3Ds Max

  • 150
  • ბოლო განახლება Mar 10, 2026

კურსის შესახებ

მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„ინტერიერის დიზაინი-3Ds Max“

პროგრამის მიზანია, მოამზადოს მსმენელები ისე, რომ შეძლონ კომპანიის/ორგანიზაციის/დამკვეთის მიზნების შესაბამისად ინტერიერის დიზაინის აწყობა. პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისათვის, ვისაც სურს შეისწავლოს ინტერიერის დიზაინის სფერო და შექმნას საკუთარი ბინის, ოფისის თუ სხვადასხვა სივრცის დიზაინი. დაინტერესებული პირები კურსზე შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია ამ სფეროში დასაქმებისათვის. 


პროგრამაში ისწავლება: 

ინტერიერის დიზაინის აწყობა.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 16 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.

Adobe-ფოტოშოპის საფუძვლების ცოდნა.


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.


სწავლის დაწყების თარიღი: 

2026 წლის მაისი.


სწავლების ვადა: 

3 თვე, კვირაში 3-5 დღე.



დასაქმების სფერო: 

მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, ან/და თვითდასაქმება.