No items in cart

IT პროექტების მართვა AI-ის დახმარებით

  • ბოლო განახლება Sep 29, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეისწავლოს IT პროექტების მართვის ძირითადი პრინციპები და AI ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლოს პროექტის დაგეგმვა, ორგანიზება, რისკების მართვა, გუნდის კოორდინაცია და შედეგების კონტროლი. პროგრამის დასრულების შემდეგ მას უნდა შეეძლოს IT პროექტის სრული ციკლის დაგეგმვა და მართვა თანამედროვე ციფრული და AI ინსტრუმენტების გამოყენებით.


პროგრამაში ისწავლება:

* IT პროექტების მართვის საფუძვლები;

* პროექტის მიზნების, მოთხოვნებისა და სამუშაო პროცესის განსაზღვრა;

* Agile და Scrum მეთოდოლოგიების საფუძვლები;

* პროექტის ეტაპებისა და ამოცანების დაგეგმვა;

* გუნდის როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;

* დროისა და რესურსების მართვა;

* რისკების იდენტიფიცირება და მართვა;

* პროექტის დოკუმენტაციის მომზადება;

* AI-ის გამოყენება დაგეგმვის, ანალიზისა და დოკუმენტაციის პროცესში;

* AI-ის დახმარებით ანგარიშების, დავალებებისა და რისკების ანალიზი;

* პრაქტიკული IT პროექტის დაგეგმვა და მართვა.


გამოყენებული მეთოდები: სწავლება მიმდინარეობს თეორიული და პრაქტიკული ფორმატით, რეალურ პროექტებთან მიახლოებული დავალებების გამოყენებით. მონაწილეები ეტაპობრივად დაგეგმავენ IT პროექტს და AI ინსტრუმენტებს გამოიყენებენ სამუშაო პროცესების გასამარტივებლად და გასაუმჯობესებლად.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

* მინიმალური ასაკი 16 წელი;

* თბილისში რეგისტრაცია;

* საბაზისო კომპიუტერული უნარები.


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

* ონლაინ რეგისტრაცია;

* საბაზისო ტესტირება;

* გასაუბრება.


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;

სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;


დასაქმების სფერო: პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს კარიერის განვითარებას Junior Project Manager-ის, Project Coordinator-ის ან IT პროექტების ასისტენტის მიმართულებით, ასევე მიღებული ცოდნის გამოყენებას სხვადასხვა ტექნოლოგიური და ციფრული პროექტის მართვის პროცესში.