No items in cart

IT პროექტების მართვა და ანალიზი

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 11, 2025

კურსის შესახებ

IT პროექტების მართვა და ანალიზი




პროგრამის მიზანი:

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს შეისწავლოს IT პროექტების მართვის თანამედროვე მიდგომები, Agile და Scrum მეთოდოლოგია, პროდუქტის განვითარების პროცესის ოპტიმიზაცია და ეფექტური გუნდური მუშაობა. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები შეძლებენ IT პროექტების წარმატებით მართვას, სხვადასხვა Agile ჩარჩოების გამოყენებას და ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებას, როგორც პროექტის მენეჯერები, ბიზნეს ანალიტიკოსები ან გუნდის წევრები.ასევე მოემზადებიან PMI-ACP საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდისთვის.


 

პროგრამაში ისწავლება:


Agile მეთოდოლოგიის საფუძვლები – პრინციპები, ღირებულებები და მიდგომები

Scrum ჩარჩო – როლები, არტეფაქტები და პროცესები

Kanban და Lean მეთოდოლოგიები – მოქნილი პროექტების მართვის ალტერნატიული მიდგომები

პროდუქტის განვითარების ციკლი – Roadmap, MVP და Product backlog-ის მართვა

User Story და Acceptance Criteria – მომხმარებლის მოთხოვნების განსაზღვრა

Sprint Planning და Retrospective – ეფექტური სპრინტის დაგეგმვა და ანალიზი

პროდუქტიული და ბიზნეს ანალიზი – მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება

Agile Mindset და გუნდური თანამშრომლობა – გუნდური მუშაობის გაუმჯობესება


გამოყენებული მეთოდები:

თეორიული და პრაქტიკული სწავლება

ონლაინ ფორმატი – ინტერაქციული ლექციები, ჯგუფური დავალებები და დისკუსიები


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;



პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი;


სწავლების ვადა: 7 თვე, კვირაში 3 დღე;



დასაქმების სფერო: საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია;