No items in cart

იტალიური სამზარეულო

  • 1
  • ბოლო განახლება Mar 09, 2026

კურსის შესახებ

მოკლევადიანი კურსის „იტალიური სამზარეულოს საფუძვლები“ მიზანია მსმენელმა შეისწავლოს იტალიური კულინარიული ტრადიციების თავისებურებები, ძირითადი და გავრცელებული კერძების მომზადების ტექნოლოგია და პრაქტიკულად დაეუფლოს მათ დამოუკიდებლად შესრულებას.

პროგრამის დასრულების შემდეგ მას  შეუძლია:

იტალიის რეგიონული სამზარეულოს ძირითადი მახასიათებლების დახასიათება და განმარტება;

ტრადიციული იტალიური კერძების (მაგ.: Pizza, Pasta, Risotto, Lasagna) მომზადება ტექნოლოგიური წესების დაცვით;

იტალიური ტიპის წვნიანი კერძების (მაგ.: Minestrone), სალათებისა (მაგ.: Caprese salad) და გარნირების მომზადება;

ფრინველისა და საქონლის ხორცის იტალიური სტილით დამუშავება და გრილზე/ღუმელში მომზადება;

ზღვის პროდუქტების (თევზი, მოლუსკები) იტალიური ტექნოლოგიით მომზადება;

ბოსტნეულისა და სოუსების (პომიდვრის, პესტოს და სხვა) სწორად მომზადება და კერძებთან შეთავსება;

ჰიგიენის, სანიტარული ნორმებისა და პროდუქტის დამუშავების სტანდარტების დაცვა. პროგრამაში ისწავლება:

იტალიური სამზარეულოს განვითარების ისტორიული და რეგიონული თავისებურებები;

იტალიური კულინარიის ძირითადი პრინციპები (ნედლეულის ხარისხი, მარტივი ტექნოლოგია, გემოთა ბალანსი);

ტრადიციული იტალიური კერძების სახეობები და მათი მომზადების ტექნოლოგია (მაგ.: Pizza, Pasta, Risotto, Lasagna);

იტალიური წვნიანი კერძების (მაგ.: Minestrone), სალათებისა და გარნირების მომზადების სპეციფიკა;

ტრადიციული იტალიური სოუსების (პომიდვრის ბაზაზე, პესტო და სხვ.) მომზადების საფუძვლები;

სანიტარული და ჰიგიენური ნორმები კვების ობიექტში მუშაობისას


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; დოკუმენტაციის გადარჩევა; გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის აპრილი; სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2 დღე;

დასაქმების სფერო პროგრამის „იტალიური სამზარეულოს საფუძვლები“ კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს იტალიური პროფილის რესტორნებში, პიცერიებსა და საერთაშორისო სამზარეულოს ობიექტებში, აგრეთვე სასტუმროების კვების სექტორში. შესაძლებელია თვითდასაქმებაც — იტალიური კერძების სპეციალიზაციით საკუთარი მცირე ბიზნესის ან კერძო შეკვეთების მიმართულებით