No items in cart

კედლის და იატაკის მოპირკეთება ფილებით

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 09, 2026

კურსის შესახებ

პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მსმენელებმა შეისწავლონ კედლისა და იატაკის მომზადებისა და მოპირკეთებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალების შერჩევა-გამოყენება, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით ხელის სამარჯვებისა და ინსტრუმენტების გამოყენება, ლოკალური დაზიანებების აღმოფხვრა, ნაზავების მომზადება, ნიშნულებისა და შუქურების მოწყობა-მობათქაშება, დუღაბის მოსაჭიმი იატაკის მოწყობა, ფილების მომზადება, კედლის და იატაკის დაკვალვით სამუშაოების  შესრულება, ფილების გაკვრა კედელზე, ფილების დაგება იატაკზე, კედლისა და იატაკის შემაერთებელი რიგის გაკვრა და ნაკერების შევსება.


პროგრამაში ისწავლება:

1. სამშენებლო ნახაზების კითხვა;

2. კედლისა და იატაკის მომზადება მოსაპირკეთებლად;

3. იატაკის მოპირკეთება ფილებით;

4. კედლის მოპირკეთება ფილებით


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია; სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 1 მაისი სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 3-5 დღე;

დასაქმების სფერო: არქიტექტურა და მშენებლობა (ვიწრო სფერო)