No items in cart

კერამიკული ნაკეთობის დამზადება

  • ბოლო განახლება Sep 25, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის აღწერა "კერამიკული ნაკეთობის დამზადების" პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი აქვს მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა და შეიძინოს პრაქტიკული უნარები კერამიკული ნაკეთობის დასამზადებლად. პროგრამის მიზანია მოამზადოს კერამიკის მიმართულებით კონკრეტული ცოდნისა და უნარების მქონე კვალიფიციური კადრი, რომელიც შეძლებს შეასრულოს კერამიკული ნაწარმის სამოდელო-სადამყალიბებლო საქმიანობა, სხვადასხვა წესით დაამზადოს კერამიკული ნაკეთობა, მოახდინოს კერამიკული ნაწარმის დეკორირება და გამოწვა. კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს კერამიკული ნაწარმის სპეციალისტის პოზიციაზე კერამიკულ საწარმოში, კერამიკულ სახელოსნოში, შესაძლებელია თვითდასაქმება საკუთარ სახელოსნოში. პროგრამის ხანგრძლივობაა 12 კვირა, 240 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სამუშაოს სასწავლებლის პრაქტიკულ ლაბორატორიაში. მსმენელთა შეფასება მოხდება პრაქტიკული დავალების შესრულებაზე დაკვირვებით. პროფესიული მომზადების პროგრამის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერთიფიკატს.

სწავლის დაწყება: 16 ნოემბერი 2026 წ.

სწავლის დასრულება: 22 თებერვალი 2027 წ.