No items in cart

კიბერუსაფრთხოება

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 11, 2025

კურსის შესახებ

მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„კიბერუსაფრთხოება“ 

პროგრამის მიზანია, მსმენელებმა შეისწავლონ როგორც პერსონალური, ისე ორგანიზაციის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული მეთოდები და ინსტრუმენტები. შეექმნათ წარმოდგენა კიბერუსაფრთხოების სფეროს ტენდენციებსა და მიმართულებებზე; კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე; კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებაზე; კიბერსაფრთხეების დეტექციის, ანალიზის, დაცვის მექანიზმების გამოყენებასა და მათ ეფექტურობაზე. 

პროგრამაში ისწავლება: 
კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებულ საფრთხეები;
სისუსტეების აღმოფხვრა კომპიუტერზე;
ორგანიზაციის ქსელისა და კომპიუტერების დაცვის მეთოდები;
მონაცემებისა და კონფიდენციალურობის დაცვა;
კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობისა და თავდასხმების გავრცელებული მეთოდები;
კრიპტოგრაფია.

გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 
2025 წლის 28 აპრილი.

სწავლების ვადა: 
3 თვე, კვირაში 3-5 დღე.


დასაქმების სფერო: 
მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, ან/და თვითდასაქმება.