მოკლევადიანი პროგრამის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა კონდიტერის პროფესიის ძირითადი პრაქტიკული უნარების გამომუშავების გზით. პროგრამაში ისწავლება:
- პირადი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- შრომის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- საკონდიტროში სამუშაო ადგილის ორგანიზაცია;
- საკონდირტო ხელსაწყოების და სხვადასხვა დანადგარების გამოყენება;
- საკონდიტრო პროდუქტების პირველადი დამუშავება და ნახევარფაბრიკატების მომზადება;
- სხვადასხვა სახის ნამცხვრების დამზადება (კექსები, მაფინები, ფუნთუშები, სინაბონები, შუ, ეკლერი, მადლენი, მაკარონი, შტრუდელი და სხვ.), მასის მომზადება, გამოცხობა, გაფორმება და შენახვა.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოყენებულია თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი ლექცია/პრაქტიკული მეცადინეობის სახით, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით (ჩვენება-დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი, ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია, დოკუმენტაციის გადარჩევა, გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი - 2026 წლის მაისი. სწავლების ვადა:1 თვე, კვირაში 3-5 დღე
დასაქმების სფერო: დიდი და მცირე საკონდიტრო საწარმოები, ასევე, თვითდასაქმება.