No items in cart

კონტენტის შექმნა AI-ის დახმარებით

  • ბოლო განახლება Sep 29, 2026

კურსის შესახებ

კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, ვისაც სურს ისწავლოს, თუ როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვადასხვა ტიპის კონტენტის შესაქმნელად, მათ შორის ტექსტური პოსტები, ვიდეოები, აუდიო და მუსიკა. მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე AI ხელსაწყოებს და ტექნიკებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს შექმნან კრეატიული და მაღალი ხარისხის კონტენტი მინიმალური ძალისხმევით. AI კონტენტ კრეატორის კურსის ფარგლებში შეისწავლი ტექსტური, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო კონტენტის შექმნას AI ხელსაწყოების გამოყენებით. დაეუფლები ეფექტური ფრომფთების შექმნას, ვიზუალური კონტენტის გენერაციას, AI-ის გამოყენებას მუსიკის, სცენარებისა და ვიდეო კონტენტის შესაქმნელად. ასევე ისწავლი კონტენტის რედაქტირებას, ოპტიმიზაციასა და AI კონტენტთან დაკავშირებულ ეთიკურ და საავტორო უფლებების საკითხებს.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ჰიბრიდულ ფორმატში.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება - მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; ტესტირება; გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი სწავლების ვადა: 1 თვე - 16 საათი (8 შეხვედრა)


დასაქმების სფერო: მედია, კომუნიკაცია და ციფრული კონტენტის წარმოება