კულინარიული ფქვილოვანი ნაწარმის მომზადება
პროფესიული პროგრამის მიზანია, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, შრომის ბაზარზე კურსდამთავრებულის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა. კერძოდ სარესტორნო/რითეილ სფეროსთვის კვალიფიციური სპეციალისტის აღზრდას, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს : კულინარიული ფქვილოვანი ნაწარმის მომზადებას უსაფუვრო ცომით; კულინარიული ფქვილოვანი ნაწარმის მომზადებას საფუვრიანი ცომით; კულინარიული ფქვილოვანი ნაწარმის მომზადება ფენოვანი და ნახევრადფენოვანი ცომით; კულინარიული ფქვილოვანი ნაწარმის მომზადება ნაზავი (ფხვიერი) ცომით.
პროგრამის ფარგლებში ისწავლება:
• კულინარიული ფქვილოვანი ნაწარმის სახეები;
• კულინარიული ფქვილოვანი ნაწარმის ასორტიმენტი;
• უსაფუვრო ცომით დამზადებული კულინარიული ნაწარმის სახეები და ასორტიმენტი;
• უსაფუვრო ცომით მომზადებული კულინარიული ნაწარმის რეცეპტურა;
• უსაფუვრო ცომის ბაზაზე კულინარიული ნაწარმის მომზადების ტექნოლოგიური პროცესი;
• ნაწარმისფორმირება:ცომში გულსართის მოთავსება;
• ნაწარმის თბურიდამუშავება: მოხარშვა წყალში ან ზეთში, შეწვა ტაფაზე.
• ნაწარმისმომზადებისდროისადატემპერატურულრეჟიმის განსაზღვრა;
• ნაწარმის მზაობის შემოწმების მეთოდები;
• დაგემოვნების პროცედურების პროცედურები;
• მზა ნაწარმის ორგანოლეპტიკური შემოწმება;
• ნაწარმის გასათავსებლად შესაბამისი თეფშის შერჩევა;
• მზა ნაწარმის შენახვა
გამოყენებული მეთოდები: აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი გადაცემისა და ახსნა-განმარტების მეთოდი. ასევე გამოყენებული იქნება დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო, ინსტრუქტაჟი, როლური თამაში, აგრეთვე დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც გულისხმობს მონაწილეთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას. სწავლების პროცესი ინტერაქტიულია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მოდული გაჯერებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებით და ორიენტირებულია მონაწილეებში ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათი გამოყენების პროცესში მოტივაციის ამაღლებაზე.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია;
• დოკუმენტაციის გადარჩევა;
• გასაუბრება;
სწავლების დაწყება: 2025 წლის 28 აპრილი
სწავლების ვადა: 2.5 თვე, კვირაში 2 დღე;
დასაქმების სფერო: კომპანიები, თვითდასაქმება