პროგრამის მიზანია, დაეუფლოს ლაიმვოშის (Limewash) მასალის თვისებებს, ზედაპირების მომზადებასა და დატანის ტექნოლოგიებს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტში. კურსის ფარგლებში სტუდენტი ისწავლის სხვადასხვა ზედაპირზე პროფესიულ მუშაობას და სასურველი ვიზუალური თუ ტექსტურული ეფექტების მიღებას. პროგრამის დასრულების შემდგომ შეეძლება ლაიმვოშის დეკორატიული საფარის დამოუკიდებლად შესრულება და შესაბამისი დაკვეთის განხორციელება ობიექტზე.
პროგრამაში ისწავლება
● ზედაპირის შეფასება და სწორად მომზადება (პრაიმერის/საბაზისო ფენის შერჩევა);
● ლაიმვოშის მასალის მომზადება, კონსისტენციის კონტროლი და ხარჯვის განსაზღვრა;
● პიგმენტებით შეფერილობის პრინციპები და ფერის შექმნა;
● ლაიმვოშის პირველი, მეორე და შემდგომი ფენების დატანა შესაბამისი ტექნოლოგიით;
● სხვადასხვა დატანის ტექნიკა, ტონალური გადასვლები და ღრუბლისებრი/ბუნებრივი ეფექტების შექმნა;
● გავრცელებული დეფექტებისა და შეცდომების იდენტიფიცირება, კორექტირება და საბოლოო ხარისხის შეფასება.
გამოყენებული მეთოდები პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა და შერჩევა
● მინიმალური ასაკი: 16 წელი;
● რეგისტრაცია ქალაქ თბილისში.
შერჩევის ეტაპები: 1. ონლაინ რეგისტრაცია; 2. წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა; 3. გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.
სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი სწავლის დამთავრების ვადა: 2 კვირა, კვირაში 2 დღე
დასაქმების სფერო: სარემონტო მომსახურება; ინტერიერის დიზაინი; სამშენებლო ობიექტებზე ლაიმვოშის საფარის დამოუკიდებლად შესრულება.