მოკლევადიანი პროგრამის მიზანია სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა Led განათებისა და ჭკვიანი სახლის სისტემების მონტაჟის სპეციალისტი პროფესიის ძირითადი პრაქტიკული უნარების გამომუშავების გზით.
პროგრამაში ისწავლება:
შრომის, ჯანმრთელობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
ელსამონტაჟო სამუშაოთა შესრულებისათვის ძირითადი და დამხმარე მასალების, საჭირო ხელსაწყო-იარაღებისა და სამარჯვების გამოყენება;
ელექტრული დენის, ძაბვისა და წინაღობის გაზომვა;
შიდა და გარე გაყვანილობის მონტაჟი;
საჭირო რაოდენობის მასალის გაანგარიშება და შერჩევა;
მასალების მომზადება;
სამუშაო ელ.ნახაზის კითხვა;
კედლებში, იატაკსა და ჭერში არხების მონიშვნა და მომზადება;
სასართულე, ღია და დახურული გაყვანილობების მონტაჟი;
გამოყენებული მასალებისა და ელექტრომოწყობილობების დაყენებამდე შემოწმება, გამართულ მდგომარეობაში მოყვანა და მათი მონტაჟი;
ჭკვიანი სახლის გაყვანილობის დაგეგმვა;
ფარის სწორი კონფიგურაცია;
Smart Switch/Relay დაყენება;
WiFi vs KNX სისტემის არჩევა;
მომხმარებლისთვის პროექტის შეთავაზება;
შესრულებული სამუშაოების შემოწმება.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოყენებულია თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობის სახით (ჩვენება-დემონსტრირება, მოსმენა-გაგება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი, ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია, დოკუმენტაციის გადარჩევა, გასაუბრება; სწავლის დაწყების თარიღი - 2026 წლის მაისი სწავლების ვადა: 1 თვე, 4 კვირა, კვირაში 3-5 დღე დასაქმების სფერო: დიდი და მცირე სამშენებლო ფირმები და მშენებარე ობიექტები, ასევე თვითდასაქმება.