პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელსაც შეუძლია და ფლობს:
ლიფტის კონსტრუქცია და მექანიკური მოწყობა: ლიფტის შახტის, კაბინის, ამძრავი მექანიზმების (ლებიოდკა), ბაგირებისა და საპირწონეების სტრუქტურა. მზა დეტალებისგან კვანძების დაშლა-აწყობა, გამართვა და რეგულირება.
ელექტროტექნიკა და მართვის ელექტრონული სისტემები: მართვის პანელების (პლატების) მოწყობა, ელექტრული სქემების წაკითხვა და ანალიზი. უსაფრთხოების ელექტრული ჯაჭვისა და სენსორების მუშაობის პრინციპები. მონტაჟისა და ინსტალაციის ტექნოლოგია: ლიფტის მიმმართველების (რელსების) გასწორება, კაბინის დასმა და ბაგირების გაჭიმვა. კარის მექანიზმებისა და საკეტების ზუსტი ინსტალაცია.
ტექნიკური მომსახურება, დიაგნოსტიკა და რემონტი: პერიოდული სერვისი: შეზეთვა, მექანიკური ცვეთის შემოწმება, ხარვეზების კოდების წაკითხვა და მათი აღმოფხვრა. ავარიულ რეჟიმში გაჩერებული კაბინიდან მგზავრების უსაფრთხო ევაკუაციის (გამოყვანის) წესები.
უსაფრთხოების სტანდარტები და სამართლებრივი რეგულაციები: სიჩქარის შემზღუდველებისა და დამჭერების (ე.წ. „პარაშუტების“) დატესტვა. ლიფტის მომზადება სახელმწიფო თუ კერძო ტექნიკური ინსპექტირებისათვის. მაღალ ძაბვაზე და სიმაღლეზე მუშაობისას შრომის უსაფრთხოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება
პროგრამაში ისწავლება:
კურსი მოიცავს როგორც
თეორიულ, ისე რეალურ ობიექტებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ კომპონენტებს:
• ინსტალაცია და მონტაჟი: დაამონტაჟოს ლიფტის
მექანიკური კვანძები, მიმმართველები (რელსები), კაბინა, ბაგირები და საპირწონეები უსაფრთხოების
სტანდარტების დაცვით.
• ელექტრული სისტემების მართვა: წაიკითხოს
ლიფტის ელექტრული სქემები, გამართოს მართვის პანელები (პლატები), სიხშირის გარდამქმნელები
(ინვერტორები) და უსაფრთხოების სენსორები.
• ტექნიკური მომსახურება (სერვისი): დამოუკიდებლად
აწარმოოს ლიფტების პერიოდული გეგმური მომსახურება (შეზეთვა, რეგულირება, მექანიკური
ცვეთის კონტროლი).
• დიაგნოსტიკა და რემონტი: სპეციალური ხელსაწყოებითა
და ხარვეზის კოდებით სწორად მოახდინოს დაზიანების იდენტიფიცირება და მისი სწრაფი აღმოფხვრა.
• ავარიული მართვა და უსაფრთხოება: მოახდინოს
გაჩერებული ლიფტიდან მგზავრების უსაფრთხო ევაკუაცია და მოამზადოს ობიექტი სახელმწიფო
ტექნიკური ინსპექტირებისთვის.
გამოყენებული მეთოდები
:
ნორმატიული და თეორიული
სწავლება
პრაქტიკული და სიმულაციური
მეთოდები
რეალურ ობიექტებზე სწავლება
(საველე პრაქტიკა)
ინსპექტირება და გამოცდა
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
:
1.მინიმალური ასაკი 16
წელი
2.რეგისტრირებული ქალაქ
თბილისში
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები
:
1.ონლაინ რეგისტრაცია
2.დოკუმენტების გადარჩევა
3.გასაუბრება
სწავლის დაწყების თარიღი
: 2026 წლის ნოემბერი;
სწავლის ხანგრძლივობა
: 4 თვე ;
დასაქმების სფერო : პროგრამის
გავლის შედეგად მსმენელთა მიერ მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს
მათ დასაქმებას სამშენებლო და დეველოპერული სექტორში, სარემონტო და სერვისული კომპანიებში
რომლებიც ეწევიან კომერციული და სახელმწიფო ობიექტების მომსახურებას. ლიფტების სპეციალიზებული
კომპანიებში.