No items in cart

მაღალსართულიან შენობათა ფონდის მოვლა-პატრონობის უმცროსი ტექნიკოსი

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 10, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური უმცროსი ტექნიკოსები, რომლებიც შეძლებენ მაღალსართულიანი საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობების ტექნიკური სისტემების საბაზისო ექსპლუატაციას, მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.


პროგრამაში ისწავლება:

• შენობის საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, წყალმომარაგება-კანალიზაცია, HVAC) საბაზისო მოწყობა;

• ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები და შრომის დაცვის წესები;

• ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და ტექნიკური ჟურნალების შევსება;

• მცირე ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიკაცია და პირველადი რეაგირება;

• ენერგოეფექტიანობის ელემენტები და რესურსების რაციონალური გამოყენება;

• მომსახურე კომპანიებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის პრინციპები;


პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს შეეძლება:

• შენობის ტექნიკური სისტემების მდგომარეობის მონიტორინგი;

• მცირე დაზიანებების იდენტიფიკაცია და პირველადი ტექნიკური ჩარევა;

• უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში;

• ტექნიკური დოკუმენტაციისა და აღრიცხვის წარმოება;

• ენერგომოხმარების საბაზისო ანალიზი;

• სერვის კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაცია.


გამოყენებული მეთოდები: სასწავლო პროცესი წარიმართება ინტერაქციულ ფორმატში, პრეზენტაციების, ტექნიკური სქემების დემონსტრირების, სიმულაციური დავალებებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით. პროგრამა წარიმართება სსიპ - კოლეჯ “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ კეთილმოწყობილ აუდიტორიებში. შეფასება განხორციელდება ტესტის, ზეპირი გამოკითხვისა და პრაქტიკული დავალებების საფუძველზე. მსმენელემი გაივლიან სასწავლო პრაქტიკას კომპანია ესკო ესის მწვანე ინჟინერიის ცენტრის სასწავლო ცენტრში. მსმენელები შეფასდებიან 100 ქულიანი სისტემით. პროგრამა წარმატებით გავლილად ჩაითვლება მსმენელის მიერ  70-ზე მეტი ქულის მოგროვების შემთხვევაში.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი, საშუალო განათლება, საბაზისო ტექნიკური უნარები ან შესაბამისი ინტერესის დასაბუთება.

სწავლების ვადა: 7 კვირა, კვირაში 15 საათი (3–4 დღე).

დასაქმების სფერო: კურსდამთავრებული შესაძლოა დასაქმდეს საცხოვრებელი კორპუსების მმართველ კომპანიებში, ბიზნესცენტრებსა და ადმინისტრაციულ შენობებში, სასტუმროებსა და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ მომსახურების კომპანიებში.