მასიური ხის ავეჯის რესტავრატორი
პროგრამის მიზანია:
შეასწავლოს მსმენელს: ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით: სამუშაოს ორგანიზება; მერქნის მექანიკური დამუშავების ოპერაციების შესრულება (ხელის იარაღებით, ხელის ელექტრო იარაღებით და ჩარხ-დანადგარების გამოყენებით); ხის ნაკეთობების აწყობა/მოპირკეთება; სარესტავრაციო ხის ნაკეთობების დაზიანებების დადგენა და სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოების შესრულება.
პროგრამაში ისწავლება:
o ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების დაცვით მერქნის მექანიკური დამუშავების ოპერაციების შესრულება;
o სამუშაოს ორგანიზება;
o მერქნის მექანიკური დამუშავება ხელის იარაღებით, ხელის ელექტრო იარაღებით და ჩარხ-დანადგარების გამოყენებით;
o ხის ნაკეთობების აწყობა/მოპირკეთება;
o სარესტავრაციო ხის ნაკეთობების დაზიანებების დადგენა;
o სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოების შესრულება.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისათვის გამოყენებულია თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი ლექციისა და პრაქტიკული მეცადინეობის სახით, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით (ჩვენება-დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
რეგისტრაცია თბილისში, მინიმალური ასაკი 18 წელი, გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი;
სწავლების ვადა: 12 კვირა, კვირაში 4 დღე, დღეში 5 საათი;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
დასაქმების სფერო;
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელმწიფო, ან კერძო საწარმო, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება მასიური ხის ავეჯის რესტავრაციასთან ან/და თვითდასაქმება.