პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებმა აითვისონ „მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი - ს პროფესია. მსმენელს შეასწავლოს ავტოგრეიდერის, სატვირთველის და ჰიდრავლიკური ექსკავატორის მართვა, მუშაობის სპეციფიკა და აღნიშნული მძიმე ტექნიკის უსაფრთხო გამოყენება, შრომის უსაფრთხოების წესები.
პროგრამაში ისწავლება:
1. შრომის უსაფრთხოება მძიმე ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) მართვისას
2. მძიმე ტექნიკის აგებულება
3. სამუშაო ადგილის ორგანიზება მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორისთვის
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი.
სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 3-4 დღე;
დასაქმების სფერო: სამშენებლო კომპანიები, თვითდასაქმება