No items in cart

მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 11, 2025

კურსის შესახებ

„მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი“

პროგრამის მიზანია:


შეასწავლოს მსმენელს შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით მძიმე ტექნიკის, კერძოდ: ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის, ტექნიკური მახასიათებლები, აგებულება, დანიშნულება, მუშაობის პრინციპები, უსაფრთხოდ მართვა და მომსახურება. 


პროგრამაში ისწავლება:

 

ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის აგებულება; 

ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის ტექნიკური მახასიათებლები;

უსაფრთხოების ნორმების დაცვა ავტოგრეიდერით, სატვირთველითა და ჰიდრავლიკური ექსკავატორით მუშაობისას;

ავტოგრეიდერის, სატვირთველისა და ჰიდრავლიკური ექსკავატორის უსაფრთხო მართვა-ექსპლუატაცია;

ავტოგრეიდერით მიწის სამუშაოების შესრულება (გრუნტის გაფხვიერება და ზედაპირის მოსწორება);

ჰიდრავლიკური ექსკავატორით მიწის სამუშაოების შესრულება (ორმოს ამოღება, ნაყარის მოეწყობა, თხრილის გაკეთება);

ჰიდრავლიკური ექსკავატორით თვითმცლელის დატვირთვა;

სატვირთველით თვითმცლელის დატვირთვა; 

სატვირთველით ტვირთის გადაადგილება.


გამოყენებული მეთოდები:


პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევისათვის გამოყენებულია თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი ლექციისა და სიმულატორებზე ან/და შესაბამის ტექნიკაზე პრაქტიკული მეცადინეობის სახით, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით (ჩვენება-დემონსტრირება, პრაქტიკული სავარჯიშო).


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:


რეგისტრაცია თბილისში, მინიმალური ასაკი 18 წელი, გასაუბრება. 

სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი;

სწავლების ვადა: 6 კვირა,  კვირაში 4 დღე, დღეში 5 საათი;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

რეგისტრაცია; 

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.


დასაქმების სფერო;


პროგრამის  დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დასაქმების სფერო შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელმწიფო, ან/და კერძო საწარმო,  რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება მძიმე სამშენებლო ტექნიკით (ავტოგრეიდერი, ჰიდრავლიკური ექსკავატორი და სატვირთველი) სამუშაოს შესრულებასთან. ავტოგრეიდერით, ჰიდრავლიკური ექსკავატორითა და სატვირთველით სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს S ან B კატეგორიის მძღოლის მართვის მოწმობის ფლობა.