No items in cart

მძიმე ტექნიკის (ჰიდრავლიკური ექსკავატორი, ავტოგრეიდერი და სხვადასხვა ტიპის სატვირთველი) მართვა

  • ბოლო განახლება Sep 25, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის აღწერა: პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო ან კერძო საწარმოში, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ჰიდრავლიკური ექსკავატორი, ავტოგრეიდერი და სატვირთველი) ოპერირებასთან, ასევე შესაძლებელია თვითდასაქმებაც სხვადასხვა სამშენებლო თუ სასოფლო სამეურნეო ობიექტებზე, სადაც კურსდამთავრებული შეასრულებს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა მიწის ამოთხრა/მოსწორება, სარწყავი არხების ამოჭრა/გაწმენდა, გზების გაწმენდა ხერგილებისგან და სხვადასხვა ტიპის სამაშველო სამუშაოების შესრულება. პროფესიული მომზადების სასერტიფიკატო პროგრამა „მძიმე ტექნიკის (ჰიდრავლიკური ექსკავატორი, ავტოგრეიდერი და სხვადასხვა ტიპის სატვირთველი) მართვა“ შედგება 6 სწავლის შედეგისგან, საიდანაც კომპეტენციების მინიმუმ 80% გამომუშავება ხდება უშუალოდ პრაქტიკული სამუშაო გარემოს სიმულატორების გამოყენებით. მსმენელი შეისწავლის სამი სხვადასხვა ტექნიკით ოპერირებას 9 კვირის განმავლობაში (კვირაში 24 სთ), სულ 200 საკონტაქტო საათი. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელი მიიღებს შეძენილი ცოდნა უნარების დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს.

სწავლის დაწყება: 16 ნოემბერი 2026 წ.

სწავლის დასრულება: 01 თებერვალი 2027 წ.