No items in cart

მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 10, 2026

კურსის შესახებ

სასწავლო კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს მშენებლობაში ფასწარმოქმნის, ლოკალური, საობიექტო და კრებსითი ხარჯთაღრიცხვის შედგენისათვის აუცილებელი მონაცემების მოძიების მეთოდები;  სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახეების შერჩევა და მათი მომზადება; მომზადებულ ხარჯთაღრიცხვაზე ექსპერტიზის ჩატარებისა და საფინანსო-სახარჯთაღრიცხვო საქმიანობის შედეგების შეფასების მეთოდები. სწავლების ფორმა და მეთოდები გულისხმობს აუდიტორიულ ჯგუფურ მუშაობასა და სალექციო  სესიებით ძირითადი პრინციპებისა და დადგენილებების ახსნას. ასევე წარმოდგენილი იქნება   სავარჯიშო ტესტები, პრაქტიკული სავარჯიშოები - რეალური პროექტების საფუძველზე ხარჯთაღრიცხვის შედგენასთან დაკავშირებით. შესწავლის შედეგად მსმენელის მიერ შეძენილი ცოდნა და უნარები მოიცავს: მშენებლობის ფასწარმოქმნის     საკითხებსა   და       სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სტრუქტურაში გარკვევა; განსაზღვრავს სამუშაოთა მოცულობებს მშენებლობაში; აღწერს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სახეებს, კრებსითი ხარჯთაღრიცხვის შემადგენელ დარიცხვებსა და სხვადასხვა ხარჯების განსაზღვრის მეთოდებს; განიხილავს ხარჯთაღრიცხვების როლს სახელმწიფო ტენდერებში და პირდაპირი წესით შესყიდვების დროს; განიხილავს სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციას, ნორმატიულ და მეთოლოგიურ ლიტერატურას ხარჯთაღრიცხვის შედგენისთვის; დაამზადებს ერთეულ განფასებებს სამუშაოთა ცალკეულ სახეობაზე; ანგარიშობს პირდაპირ, ზედნადებ ხარჯებს და სახარჯთაღრიცხვო მოგებას; ამზადებს სამშენებლო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას პრაქტიკული უნარების გამოყენებით; ანალიზს უკეთებს პროექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას, ირჩევს საჭირო ხარჯთაღრიცხვის სახეებს, სტანდარტული და ზოგიერთი უახლესი მეთოდის გამოყენებით აყალიბებს სათანადო დასკვნებს და აწარმოებს ეფექტურ კომუნიკაციას პროფესიულ აუდიტორიასთან;

 

პროგრამის ფარგლებში ისწავლება:

-         სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;

-         სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ძირითადი სახეები, რესურსული მეთოდისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში შესადგენი ხარჯთაღრიცხვების ვარიანტების დახასიათება და შედარება;

-         პირდაპირი და ზედნადები დანახარჯები სახარჯთაღრიცხვო ღირებულების შემადგენლობაში;

-         სამუშაოთა მოცულობების განსაზღვრა მშენებლობაში რეალური პროექტების საფუძველზე;

-         ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა მიწის სამუშაოებისათვის გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე გრუნტის კატეგორიის დადგენა, ქვაბულის (თხრილის) დასამუშავებელი მიწის მოცულობის განსაზღვრა, ხელით დამუსავების სამუშაოები; საძირკვლებამდე მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება.

-         ზედნადები ხარჯების დარიცხვის წესი  სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების შემადგენლობაში;

-         სახარჯთაღრიცხვო მოგების დარიცხვის წესი სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების ღირებულების შემადგენლობაში;

-         ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა;

-         ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის შედგენა პროექტის არქიტექტურული ნაწილის სამუშაოებზე;

-         ლოკალურ--რესურსული ხარჯთაღრიცხვები პროექტის საინჟინრო ნაწილზე (შიდა  ქსელები);

-         სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში ძირითადი საინჟინრო კომუნიკაციების და ქსელების მოწყობა და ასევე მოწყობილობა-დანადგარების სამონტაჟო სამუშაოები;

-         ლოკალურ--რესურსული ხარჯთაღრიცხვები პროექტის საინჟინრო ნაწილზე (გარე  ქსელები);

-         შენობა-ნაგებობების სარეკონსტრუქციო სამუშაოები;

-         დამცავი ტყის გაშენება. მრავალწლიანი ნარგავების გაშენება.

-         საობიექტო ხარჯთაღრიცხვა, მისი შემადგენლობა და შედგენის მეთოდები;

-         კრებსითი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;

-         გამსხვილებული ფორმით შედგენილი ხარჯთაღრიცხვები.

 

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 16 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

 

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

•     ონლაინ რეგისტრაცია;

•     დოკუმენტაციის გადარჩევა;

•     მონაწილეების შერჩევა.

 

სწავლების პერიოდი:  2026 წლის მაისი, ივნისი.  კვირაში 2 დღე;