მოკლევადიანი კურსის „მსოფლიო სამზარეულოს საფუძვლები“ მიზანია მსმენელმა შეიძინოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ძირითადი თავისებურებების, გავრცელებული კერძების ტექნოლოგიური მომზადების და გრილზე დამუშავების პრაქტიკული უნარები.
პროგრამის დასრულების შემდეგ მას უნდა შეეძლოს:
სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ძირითადი კერძების დახასიათება და მათი მომზადების სპეციფიკის განმარტება;
გავრცელებული წვნიანი კერძების, სალათების და გარნირების დამოუკიდებლად მომზადება;
ფრინველისა და საქონლის ხორცის სწორად შერჩევა, დამუშავება და გრილზე მომზადება;
ზღვის პროდუქტების (თევზი, ზღვის ნობათი) გრილზე ტექნოლოგიურად სწორად მომზადება;
ბოსტნეულისა და ხილის გრილზე მომზადება, გემოვნური და ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით;
ჰიგიენის, უსაფრთხოების და პროდუქტის სწორად დამუშავების სტანდარტების დაცვა.
პროგრამაში ისწავლება:
სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული კერძების დახასიათება;
სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული (ძირითადი კერძების) წვნიანი კერძების, სალათების, გარნირების მომზადება;
ხორცის მომზადება გრილზე (ფრინველის და საქონლის ხორცი),ზღვის ნობათის მომზადება გრილზე, ბოსტნეულისა და ხილის მომზადება გრილზე.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; დოკუმენტაციის გადარჩევა; გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის აპრილი; სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;
დასაქმების სფერო:პროგრამის „მსოფლიო სამზარეულოს საფუძვლები“ კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებში (რესტორანი, კაფე, სასტუმრო, ქეითერინგ კომპანია, სწრაფი კვების ობიექტი) ან/და თვითდასაქმება – იმუშაოს კერძო შეკვეთებზე ან გახსნას საკუთარი მცირე კულინარიული ბიზნესი.