ოპერატურა და განათება
პროგრამის მიზანია, მსმენელს გააცნოს კინოოპერატორის როლი სტოპ-მოუშენ ანიმაციაში; შეასწავლოს კამერის ტექნიკური პარამეტრები (ექსპოზიცია, ფოკუსი, ISO, დიაფრაგმა) და განათების პრინციპები ანიმაციურ გარემოში; განუვითაროს კადრის კომპოზიციისა და კამერის მოძრაობის გააზრების უნარები; სწავლება თუ როგორ გამოიყენონ სტუდენტებმა პროფესიონალური პროგრამა Dragonframe.
პროგრამაში ისწავლება:
კამერასთან დამოუკიდებლად მუშაობა, ექსპოზიცია, ფოკუსი და კადრის კომპოზიციის კონტროლი.
სპეციალიზებული სტოპ-მოუშენ ტექნიკის ათვისება, განათების მართვა, კამერის მოძრაობისა და კადრის დინამიკის კონტროლი Dragonframe-ში.
დეკორაციებისა და სცენოგრაფიის გამოყენებით მცირე მასშტაბის სცენების შექმნა და პერსპექტივის ეფექტურად გამოყენება.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
სასურველია მსმენელს ჰქონდეს შეხება მხატვრობასთან, ასევე სასურველია, ჰქონდეს საკუთარი ფოტოაპარატი
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;
დასაქმების სფერო: თოჯინური ანიმაცია, კინო და სარეკლამო ინდუსტრია.