No items in cart

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი

  • 69
  • ბოლო განახლება Oct 02, 2024

კურსის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სასერთიფიკატო კურსი

პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს დაინტერესებულ პირებს, მიიღონ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა,  აიმაღლონ თემატური კვალიფიკაცია, შეიძინონ/შეითავსონ ახალი პროფესია პერსონალური დაცვის ოფიცრის მიმართულებით კანონმდებლობით შემოთავაზებულ სიახლეებთან დაკავშირებით.

 პროგრამის ფარგლებში ისწავლება:

ასოცირების შეთანხმება;

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი (კანონის მიღების მოკლე პრეისტორია, მისი მიზნები და შესაბამისობა ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოსთან);

პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები;

კანონით გათვალისწინებული ძირითადი ცნებების მიმოხილვა;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაებ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო;

მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები;

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები;

არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი და პირობები;

გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემთა დაცვა;

ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავება;

მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით;

ვიდეომონიტორინგისა და აუდიომონიტორინგის განხორციელების წესი;

მონაცემთა სუბიექტის უფლებები;

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები:

მონაცემთა უსაფრთხოება;

მონაცემთა მიმართ დამდგარი ინციდენტი;

მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და მასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის საქმიანობის ძირითადი პრინციპები;

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების პროცედურა ადმინისტრაციული სახდელები;

მონაცემთა დაცვის ოფიცრის მიერ შიდაორგანიზაციული პოლიტიკის დოკუმენტების შედგენის მეთოდიკა.

  

გამოყენებული მეთოდები:

სწავლების ფორმა გულისხმობს შესაბამისი მატერიალური და ვიზუალური (PPT) ინფორმაციის საფუძველზე მსმენელთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, პრაქტიკული დავალებების შესრულების შედეგად, ოფიცრის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას.

ტრენინგ კურსი წარმოადგენს ინტენსიური სწავლების მოდულს, ამ პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ტრენერის მიერ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას.

სასწავლო კურსის ფარგლებში, გამოყენებული იქნება ასევე პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც მსმენელებს მისცემს საშუალებას რეალური შემთხვევების წარმოდგენით შეძლონ ინფორმაციის მაქსიმალური ათვისება.

ასევე გამოყენებული იქნება შესაბამისი კაზუისტიკური სავარჯიშოები, რათა თავად ტრენერსაც მიეცეს შესაძლებლობა დარწმუნდეს, რამდენად კარგად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებამ.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლების პერიოდი: 2024 წლის 19 ოქტომბერი-19 ნოემბერი; კვირაში 2 დღე;

დასაქმების სფერო: კომპანიები, თვითდასაქმება