კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ბიზნეს მონაცემების ანალიზი SQL-ისა და Power BI-ის გამოყენებით. კურსის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან მონაცემების ამოღებას SQL-ით, დამუშავებას, Power BI-ში ვიზუალიზაციას, ძირითადი KPI-ების შექმნას და AI ხელსაწყოების გამოყენებას ანალიტიკური ამოცანების, ბიზნეს ინსაითებისა და ანგარიშგების გასაუმჯობესებლად. კურსის ფარგლებში შეისწავლი SQL-ის გამოყენებას მონაცემების ამოსაღებად და დასამუშავებლად, Power BI-ში მონაცემების მოდელირებასა და ვიზუალიზაციას, dashboard-ებისა და KPI-ების შექმნას. ასევე ისწავლი მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს ანალიზის განხორციელებას, DAX ფორმულების გამოყენებას და AI ხელსაწყოების ინტეგრაციას query-ების გენერირებისა და ბიზნეს ინსაითების მისაღებად.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ჰიბრიდულ ფორმატში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება - მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; ტესტირება; გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი სწავლების ვადა: 1 თვე - 16 საათი (8 შეხვედრა)
დასაქმების სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები და მონაცემთა ანალიზი