No items in cart

PR-ის საფუძვლები

  • 1
  • ბოლო განახლება Mar 10, 2026

კურსის შესახებ

კურსი მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლებს და PR პროცესების მართვის ძირითად პრინციპებს. პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ დავალებებს, რაც მონაწილეებს ეხმარება სწორად დაგეგმონ კომუნიკაცია და შექმნან ეფექტური ბრენდკომუნიკაცია სხვადასხვა პლატფორმაზე. პროგრამაში ისწავლება: საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლები; ბრენდკომუნიკაცია; PR პროცესების დაგეგმვა და მართვა; PR ინსტრუმენტები; აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაცია; მედია ურთიერთობები; PR სტრატეგიის შექმნა; პრაქტიკული ქეისები; რეალურ სამუშაო პროცესზე მორგებული დავალებები.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ დავალებებს.


სწავლება: ონლაინ რეჟიმი (შუალედური და ფინალური დასწრებით).


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; დოკუმენტაციის გადარჩევა; გასაუბრება; სწავლის დაწყების თარიღი:  2026 წლის 4 მაისი სწავლის პერიოდი: 3 თვე, კვირაში 2 დღე განრიგი: ორშაბათი 20:00 – 21:30; ხუთშაბათი 20:00 – 21:30; ლექციების რაოდენობა: 24.


დასაქმების სფერო: კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს PR და კომუნიკაციების სფეროში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, ან/და იმუშაოს დამოუკიდებლად.