პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს პროგრამირების თანამედროვე მიდგომები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით (Vibe Coding). მსმენელი გაეცნობა პროგრამირების ძირითად პრინციპებს და ისწავლის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებას კოდის შექმნის, გაუმჯობესებისა და შეცდომების გამოსწორების პროცესში. პროგრამის ფარგლებში მსმენელი ასევე შეისწავლის ვებსაიტებისა და მარტივი ციფრული პროდუქტების შექმნას, კოდის სტრუქტურისა და ლოგიკის გააზრებას და AI-სთან ეფექტურ კომუნიკაციას პროგრამირების პროცესში.
პროგრამაში ისწავლება:
• პროგრამირების ძირითადი პრინციპები და ლოგიკა;
• ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პროგრამირების პროცესში (Vibe Coding);
• AI ხელსაწყოებთან ეფექტური მუშაობა და სწორი დავალებების (Prompts) ფორმულირება;
• კოდის შექმნა და გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით;
• ვებსაიტებისა და მარტივი ციფრული პროდუქტების შექმნა;
• კოდის შეცდომების მოძიება და გამოსწორება AI-ის დახმარებით;
• არსებული კოდის ანალიზი, გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია;
• პროექტის დაგეგმვა და ეტაპობრივად განხორციელება AI-ის გამოყენებით;
• დასრულებული პროექტის წარდგენა და გამოქვეყნებისთვის მომზადება;
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული სწავლების ფორმატით (ონლაინ და აუდიტორიული).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
• მინიმალური ასაკი 16 წელი;
• ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია;
• დოკუმენტაციის გადარჩევა;
• ტესტირება;
• გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;
სწავლების ვადა: 3 თვე, 12 კვირა, 36 საათი;
დასაქმების სფერო: სახელმწიფო და კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები, სტარტაპები, ვებდეველოპმენტის მიმართულება, ციფრული პროდუქტების შექმნა და თვითდასაქმება.