No items in cart

პურ-ფუნთუშეულის დამზადება

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 11, 2025

კურსის შესახებ

პურ-ფუნთუშეულის დამზადება

მოკლევადიანი პროგრამის მიზანია, მსმენელებმა შეისწავლონ პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას შრომის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე, ისწავლონ სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, მანქანა-დანადგარების, ხელსაწყო-იარაღების გამოყენება, საფუვრიან და უსაფუვრო ცომზე დამზადებული სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულის დამზადება.

 პროგრამაში ისწავლება:

პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას შრომის, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა; 

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას;

პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას უსაფრთხო ექსპლუატაციისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვა;

სამუშაო ადგილის ორგანიზაცია  პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას;

პურ-ფუნთუშეულის დამზადებისას მანქანა-დანადგარების, ხელსაწყო-იარაღების გამოყენება;

საფუვრიანი და უსაფუვრო ცომზე დამზადებული პურებისა და ფუნთუშების მომზადების მეთოდებისა და ტექნოლოგიის გამოყენება;

სხვადასხვა პურებისა და როლსების დამზადება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის  წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;

ტოსტის პურების დამზადება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის  წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;

ფოკაჩასა და ჩიაბატას დამზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის  წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;

გულსართიანი ტკბილი ფუნთუშებისა და ბურგერის პურის სახეების დამზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის  წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;

კრუასანებისა და დენიშების სახეობების დამზადება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის  წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით;

მზა ნაწარმის შენახვა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხო ექსპლუატაციის  წესებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით.

  

გამოყენებული მეთოდები:

„პურ-ფუნთუშეულის დამზადების“ მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსის სწავლის შედეგების მიღწევისათვის გამოყენებულია თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, ლექცია - პრაქტიკული მეცადინეობის სახით (ჩვენება-დემონსტრირება, მოსმენა-გაგება, ინსტრუქტაჟი, პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება). 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 01 მაისი


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2 დღე;

დასაქმების სფერო: ჰიპერმარკეტები, რესტორნები, სასტუმროები, თვითდასაქმება