No items in cart

საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა

  • ბოლო განახლება Sep 24, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ArcGis-ის და ArcGod-ის პროგრამულ გარემოში მუშაობა. გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზისა და საკადასტრო ნახაზის შექმნა, შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება, საველე სამუშაოების ჩატარება ჯიპიეს ინსტრუმენტით, ტოპოგრაფიული რუკის შექმნა.

 

პროგრამაში ისწავლება:

ArcGis-ის პროგრამულ გარემოში მუშაობა;

ჯიპიესით მუშაობა;

საკადასტრო ნახაზის მომზადება ArcGis-ში;

შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება ArchiCad-ში;

ტოპოგრაფიული გეგმის შედგენა Autodesk Civil 3D-ში.

 

გამოყენებული მეთოდები:

​პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 16 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.

 

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

​

სწავლის დაწყების თარიღი:

2026 წლის 16 ნოემბერი.

 

სწავლების ვადა:

3 თვე, კვირაში 3-5 დღე.

 

 

დასაქმების სფერო:

მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, ან/და თვითდასაქმება.