პროგრამის მიზანია, დაეხმაროს მსმენელს
სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურად განხორციელებაში, რაც გულისხმობს, სახელმწიფო ბიუჯეტის
გამჭვირვალედ ხარჯვას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას სახელმწიფო შესყიდვების
პროცედურებში; ასევე კურსი დამატებით ითვალისწინებს ორგანიზაციაში შესყიდვებთან დაკავშირებული
ზოგიერთი გავრცელებული პრობლემის იდენტიფიცირებას, პრობლემების გამომწვევი მიზეზების
გამოვლენას, ქმედებების დაგეგმვასა და მათი გადაჭრის გზებს.
პროგრამაში ისწავლება:
Ø სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ;
Ø სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენის წესი ;
Ø შესყიდვის დაგეგმვა, ბაზრის კვლევა, ტექნიკური სპეციფიკაციისა და სავარაუდო
ღირებულების განსაზღვრა ;
Ø გეგმის რეგისტრაცია - ePLAN მოდულში,
მონეტარული ზღვრები, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისობის დადგენა ბიუჯეტთან ;
Ø ანგარიშგება - CMR მოდულის გამოყენება და ანგარიში ხელშეკრულების მიმდინარეობის
თაობაზე სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შექმნა, მისი ფუნქციები,
მოვალეობები ელექტრონული შესყიდვის საშუალებები ;
Ø კონსოლიდირებული ტენდერი ;
Ø გამარტივებული შესყიდვის საშუალებები ;
Ø შესყიდვებთან დაკავშირებული ქმედების გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი ;
Ø სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევები ;
Ø მოსალოდნელი ცვლილებები და დაგეგმილი სიახლეები საჯარო შესყიდვების კანონმდებლობაში.
გამოყენებული მეთოდები:
შესაბამისი მატერიალური და ვიზუალური საინფორმაციო
საშუალებები და პრაქტიკული დავალებები. სასწავლო კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება
ასევე პრაქტიკული მაგალითები, რომლებიც მსმენელებს მისცემს საშუალებას რეალური შემთხვევების
წარმოდგენით შეძლონ ინფორმაციის მაქსიმალური ათვისება.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ
რეგისტრაცია;
• დოკუმენტაციის
გადარჩევა;
• მონაწილეების
შერჩევა.
სწავლების პერიოდი: 2025 წლის 27 ოქტომბრიდან 20 დეკემბრამდე, კვირაში 2 დღე;