No items in cart

სალაროს ოპერაციების განხორციელება

  • 41
  • ბოლო განახლება Oct 02, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელისთვის ისეთი უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების ამაღლება, რომლითაც ისინი შეძლებენ ნაღდი ანგარიშსწორებისა და სალარო ოპერაციების განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას.


პროგრამაში ისწავლება:

მომხმარებელთათვის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;

ეროვნული და უცხოური ვალუტის დამცავი ნიშნები;

ნაღდი ფულით ოპერაციების წარმოება (თანხის მიღება-გაცემა, ვალუტის გაცვლის ოპერაციები);

ნაღდი ანგარიშსწორებისას დაზიანებული კუპიურებისა და საეჭვო ფულის გამოვლენა, შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

სალაროს  გახსნა-დახურვასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება;

ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობების ინკასაციის განხორციელება;

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 3-5 დღე;



დასაქმების სფერო: მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში.