პროგრამის
მიზანია,
მონაწილეებმა შეისწავლონ განაშენიანების რეგულირების
წესები, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები/ეტაპები და დასრულებული ობიექტის
ექსპლუატაციაში მიღების ძირითადი საკითხები;
შეისწავლონ მიმდინარე მშენებლობის ზედამხედველობისა და სამშენებლო სამართადარღვევის
საქმის წარმოების ძირითადი საკითხები; შეძლონ უძრავი ქონების სამშენებლო პოტენციალის
განსაზღვრა: ზონირება, ქალაქმშენებლობითი პარამეტრები, ტერიტორიის გამოყენების სახეობები,
მოქმედი შეზღუდვები და სხვა; სწორად განსაზღვრონ და შეაფასონ უძრავი ქონების განვითარების
დამაბრკოლებელი გარემოებები და შეძლონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობების
იდენტიფიცირება; ეფექტურად წარმართონ ურთიერთობები საჯარო უფლებამოსილების მქონე დაწესებულებებთან
თუ კერძო სუბიექტებთან, ასევე სასამართლოებთან; შეძლონ კვალიფიციური კონსულტაციის გაცემა
სამშენებლო სამართლის საკითხებზე; სრულყოფილად მართონ უძრავი ქონების სამშენებლო განვითარების
პროცესი, პროექტირების დაწყებიდან, უძრავი
ქონების ექსპლუატაციაში მიღების პროცედურების ჩათვლით.
პროგრამაში
ისწავლება:
Ø
სამშენებლო სამართლის სისტემა და ძირითადი
წყაროები;
Ø
სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქმშენებლობითი დაგეგმვის საკითხები;
Ø
ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების
რეგულირების ძირითადი წესები;
Ø
უძრავი ნივთის საგამონაკლისო წესით სამშენებლოდ განვითარება;
Ø
მიწის ნაკვეთის სამშნებლოდ გამოყენების
პირობების დადგენა;
Ø
უძრავ ნივთზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება,
მშენებლობის
ნებართვის გაცემის წესი;
Ø
ისტორიული ნაწილის სამშენებლო განვითარების
თავისებურებანი;
Ø
ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების
საკანონმდებლო რეგულირება;
Ø
მშენებლობის ზედამხეველობა და სამშენებლო
სამართალდარღვევები
Ø
საპროექტო ობიექტის ექსპლუატაციაში
მიღების წესი და პირობები;
Ø
უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით
ნაწარმოები მშენებლობის ლეგალიზება;
Ø
ბინათმესაკუთრეთა და ბინათმენაშენეთა ამხანაგობები უძრავი ქონების
სამშენებლო განვითარების პროცესში;
გამოყენებული მეთოდები: აღნიშნული სასწავლო
კურსის ფარგლებში გამოყენებული იქნება ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი გადაცემისა და
ახსნა-განმარტების მეთოდი. ასევე გამოყენებული იქნება კაზუისტიკური სწავლების
მეთოდი (შემთხვევის ანალიზის (CASE STUDY) მეთოდი), რომელიც ეფუძნება კონკრეტული
შემთხვევების (კაზუსების) განხილვას, აგრეთვე დისკუსია/დებატების მეთოდი, რაც
გულისხმობს მონაწილეთა ჩართულობის ხარისხისა და აქტივობის ამაღლებას. სწავლების
პროცესი ინტერაქტიულია და მოითხოვს მონაწილეების მაქსიმალურ ჩართულობას. მოდული
გაჯერებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებით და ორიენტირებულია მონაწილეებში
ტრანსფერული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათი გამოყენების პროცესში
მოტივაციის ამაღლებაზე.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია;
• დოკუმენტაციის გადარჩევა;
• მონაწილეების შერჩევა.
სწავლების პერიოდი: 2025 წლის 27 ოქტომბრიდან 20 დეკემბრამდე, კვირაში 2 დღე;